შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 3

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

ახალი "საცხოვრებლად ვარგისი" პლანეტები
ახალი "საცხოვრებლად ვარგისი" პლანეტები

ასტრონომების ერთი ჯგუფის შეფასებით, თითოეული ვარსკვლავის გარშემო, ე.წ. სასიცოცხლო ზონაში, საშუალოდ ბრუნავს ორი ისეთი პლანეტური მასის ობიექტი, რომლებსაც გააჩნიათ საკმარისი ტემპერატურა და ატმოსფერული წნევა იმისთვის, რომ შეძლონ წყალი თხევად მდგომარეობაში შეინარჩუნონ. ამ ანალიზით მიღებული "საცხოვრებლად ვარგისი" პლანეტების რიცხვი ბევრად სჭარბობს ამჟამად არსებულ შეფასებებს, რაც გაცილებით ზრდის სიცოცხლის არსებობის შანსებს ჩვენს გალაქტიკაში.

ასტრონომების ახალი გამოთვლები დაფუძნებულია ბოდე-ტიციუსის წესზე, რომლის თანახმადაც მანძილი პლანეტების ორბიტებს შორის ორჯერ იზრდება მათი ვარსკვლავიდან დაშორების მიხედვით. მზის სისტემისთვის ეს კანონი პირველად შემოიტანა ჯონათან ტიციუსმა 1766 წელს, თუმცა თეორია ცნობილი გახდა ექვსი წლის შემდეგ იოჰან ბოდეს ნაშრომების შემდეგ. პლანეტა ურანის აღმოჩენამ ბოდე-ტიციუსის წესით ნაწინასწარმეტყველევ ადგილას ასტრონომებს აფიქრებინა, რომ ეს კანონზომიერება არ იყო უბრალო დამთხვევა. შემდეგ წესის გამოყენებით მარსსა და იუპიტერს შორის მოხერხდა ჯუჯა პლანეტის - ცერერას აღმოჩენა. თუმცა ნეპტუნის და განსკუთრებით პლუტონის ორბიტების შეუთავსებლობის გამო გავრცელდა აზრი მოდელის შემთხვევით ხასიათზე.

ავსტრალიის ნაციონალური უნივერსიტეტის ასტრონომებმა 68 ვარსკვლავურ სისტემაზე დაკვირვებით, რომელთა გარშემო სამზე მეტი პლანეტა ბრუნავს, დაადგინეს, რომ ბოდე-ტიციუსის მსგავსი თანაფარდობა სხვა ვარსკვლავებისთვისაც სრულდება. ამ მონაცემებზე დაყრდნობით მათ იწინასწარმეტყველეს დამატებით 141 პლანეტის არსებობა. თუმცა მათგან 97 პლანეტის ძიების შედეგად ჯერ-ჯერობით მხოლოდ 5 არის აღმოჩენილი. ასეთ მცირე წარმატებას დოქტორი ჩარლ ლაინვივერი იმით ხსნის, რომ კანონზომიერება მხოლოდ ადგილს წინასწარმეტყველებს და არა პლანეტის მასას. ამიტომ შესაძლოა ზოგი პლანეტა საკმაოდ მცირე იყოს იმისათვის, რომ კოსმოსურმა ტელესკოპმა Kepler (NASA) მოახერხოს მისი დანახვა. მისივე განცხადებით მხოლოდ დედამიწის მაგვარი პლანეტების 5%-ის აღმოჩენას უნდა ველოდოთ, რადგან Kepler გაცილებით დიდი ალბათობით აღმოაჩენს თავის ვარსკვლავთან ძალიან ახლოს მყოფ გიგანტურ პლანეტებს, რომელთა კლიმატი სიცოცხლისთვის არათავსებადი უნდა იყოს.

ჩარლ ლაინვივერისა და დოქტორანტ ტიმ ბუვეირდის სტატიაში ჟურნალში Monthly Notices of the Royal Astronomical Society, ეგზოპლანეტებზე ბოდეს კანონის გამოყენებით ნავარაუდევია 228 ახალი პლანეტის არსებობა სასიცოცხლო ზონაში. ავტორთა შეფასებით მზის მსგავსი ვარსკვლავების და წითელი ჯუჯების ბრუნვის დახრის კუთხის ცვლილებებზე დაკვირვებით შესაძლოა 40 ასეთი პლანეტის აღმოჩენას 15% ალბათობით.

წყარო

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.