შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 1

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 321
ბოლო წევრი: Tako Tatiashvili

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.


სტატიების ეირარქია
სტატიები: ფიზიკა
ერთეულთა სისტემა და განზომილება

განზომილების ცნება ჩნდება ერთეულთა სისტემის შემოტანისას. პრინციპში შეიძლებოდა, რომ ყველა ფიზიკური სიდიდისათვის მიეჩინათ თავისი ერთეული, რომელიც არ იქნებოდა სხვა სიდიდეების ერთეულებთან კავშირში. მაგრამ მაშინ განტოლებებში, რომლებიც გამოსახავენ ფიზიკურ კანონებს, შევიდოდა მრავალი რიცხვითი კოეფიციენტი. მათი მნიშვნელობები დაემსგავსებოდა რთულად დასამახსოვრებელ სქემას, რომელიც განისაზღვრებოდა შემთხვევითად და დამოკიდებული იქნებოდა ერთეულთა სისტემის არჩევაზე. რიცხვითი კოეფიციენტების ასეთი სიმრავლე კი გადატვირთავდა ფორმულებს. მათი დამახსოვრება არ იქნებოდა ადვილი და სრულიად უსარგებლო იქნებოდა მეხსიერებისათვის. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად ფიზიკაში უკვე დიდი ხანია უარი თქვეს დამოუკიდებელ ერთეულთა სისტემის არჩევაზე ყველა ფიზიკური სიდიდისათვის და შეთანხმდნენ, რომ გამოიყენონ განსაზღვრულ პრინციპზე დამყარებული ერთეულთა სისტემა.


შავი ხვრელები

ტერმინი შავი ხვრელი ჩნდება 1969 წლიდან, ასე უწოდა ამერიკელმა მეცნიერმა ჯონ უილერმა თავის გრაფიკულ აღწერას სინათლის ყოფაქცევის შესახებ გრავიტაციულ ველში. განხილვა ემყარებოდა სინათლის ორმაგი ბუნების ანალიზს. პირველი იყო ნიუტონის იდეა, რომ სინათლე შედგება ნაწილაკებისგან და მეორე მისი შესაძლო ტალღურ ბუნება. ჩვენ დღეს ვიცით, რომ ორივე მოსაზრება სწორია. მთავარი კითხვა იყო თუ როგორ იმოქმედებდა სინათლეზე გრავიტაცია.


დედამიწის ხელოვნური თანამგზავრების ორბიტები

დედამიწის ორბიტაზე ბრუნავს სხვადასხვა დანიშნულებით გაშვებული მრავალი ხელოვნური თანამგზავრი (სატელიტი). დღეისათვის ძირითადად თანამგზავრებს განთავსებულია ეგრეთ წოდებულ გეოსინქრონულ და გეოსტაციონალურ ორბიტებზე.


არასითბური გამოსხივება

თანამედროვე ასტროფიზიკის ერთ–ერთი მძლავრი იარაღია სპექტრული ანალიზი. ამ ანალიზის საშუალებით შესაძლებელია მაგალითად მნათობის სითბური გამოსხივების სპექტრით დავადგინოთ ობიექტის ეფექტური ტემპერატურა.


კვანტური ლევიტაცია

მაგნიტური ველში ზეგამტართა თვისებების შესწავლისას აღმოჩენილი იქნა კვანტური ლევიტაციის და კვანტურ ფიქსაციის ეფექტები, რომლებმაც დიდი როლი უნდა ითამაშონ მომავლის ტექნოლოგიებში.