შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 5

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.


სტატიების ეირარქია
ნიკოლა ტესლას საკამათო გამოგონებები

ნიკოლა ტესლა – ადამიანი, რომელმაც გაანათა მსოფლიო. მეცნიერი, რომელმაც შექმნა ცვლადი დენის სისტემა და ჩაანაცვლა ედისონის არაეფექტური მუდმივი დენი. ფიზიკოსი,  რომელმაც, მისი თანამედროვეების თქმით, “მეოცე საუკუნე გამოიგონა”. მის შესახებ ხშირად აგორებულა ჭორები და მითქმა-მოთქმა. უამრავ გამოგონებასთან ერთად, რომელთაგან ბევრს დღესაც უცვლელი სახით ვიყენებთ, არის ისეთებიც, რომელთა ისტორია ბუნდოვანია, გაურკვეველია, ტესლამ შექმნა ისინი რეალურად თუ არა. პოსტში სწორედ ორ ასეთ გამოგონებას გაეცნობით – მიწისძვრის მანქანასა და სასიკვდილო სხივს.

ამბები ამ ხელსაწყოზე რეალურ ფაქტს ეფუძნება. 1898 წელს, 42 წლის ასაკში ტესლამ შექმნა მოწყობილობა, რომელსაც ეძახდა “ელექტრომექანიკურ ვიბრატორს”. ის ვარაუდობდა, რომ სამყაროში ყველანაირ მატერიას აქვს უნიკალური, მისთვის დამახასიათებელი “რეზონანსული სიხშირე”, რომლის მანიპულირებასაც ეს მოწყობილობა ახდენდა. ამ ამბავმა ბევრი შეთქმულების თეორია წარმოშვა.

მოწყობილობა საკმაოდ პატარა იყო – 18 სმ-მდე. წონით 700-800 გრამი. ტესლამ ის მანჰეტენში მდებარე მის ლაბორატორიაში შექმნა. ერთხელ, როცა ამ ხელსაწყოს ცდიდა, დაამთხვია იმ შენობის რეზონანსულ სიხშირეს, რომელშიც იმყოფებოდა, რის გამოც ლაბორატორია ლამის ნაწილებად დაიშალა. შორიახლოს მდებარე შენობები ერთი და იმავე მასალით იყო ნაშენები, ძირითადად აგურითა და ხით. ამის გამო უფრო ნაკლებად მტკიცე იყო, ვიდრე დღევანდელი რკინა-ბეტონის ნაგებობები. როცა ტესლამმოწყობილობა აამოქმედა, მის გამორთვას ვეღარ ახერხებდა. ჰიუსტონის 46 ნომერთან მდებარე ყველა შენობამ ზანზარი დაიწყო, ვიბრაციის სიხშირე კი თანდათან უფრო და უფრო ძლიერდებოდა, თუმცა ხელსაწყოს გაჩერება საბედნიეროდ, მოხერხდა. ქუჩის მაცხოვრებლებმა პოლიცია გამოიძახეს და მიწისძვრის შესახებ შეატყობინეს. რამდენიმე მათგანმა მიწისძვრის დროს ლაბორატორიიდან გამომავალი ზუზუნი გაიგო, ამიტომ შიგნით შესვლა გადაწყვიტეს. რაც იხილეს, ეს იყო გააფთრებული მეცნიერი, რომელმაც მოიმარჯვა ურო და მოწყობილობას რამდენჯერმე დაარტყა, რითაც პატარა ნაწილებად აქცია და საბოლოოდ გამოიყვანა მწყობრიდან. ზუზუნი მიჩუმათდა, ბიძგები შეწყდა და შენობებმაც შეწყვიტეს რხევა.

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

საშინელი! საშინელი! 0% [შეფასებები არაა]
ძალიან კარგი ძალიან კარგი 100% [2 შეფასებები]
კარგი კარგი 0% [შეფასებები არაა]
საშუალო საშუალო 0% [შეფასებები არაა]
სუსტი სუსტი 0% [შეფასებები არაა]