შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 1

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.


სტატიების ეირარქია
დედამიწის ხელოვნური თანამგზავრების ორბიტები

გეოსინქრონულ უწოდებენ ორბიტას დედამიწის ირგვლივ, რომლის პერიოდი ემთხვევა დედამიწის ვარსკვლავური ბრუნვის პერიოდს (დაახლოებით 23 საათი 56 წუთი და 4 წამი). გეოსინქრონულ ორბიტაზე იოლია დავადგინოთ ხელოვნური თანამგზავრის ადგილმდებარეობა, რადგან ერთი ვარსკვლავური დღის გასვლის შემდეგ თანამგზავრი კვლავ იმავე ადგილზე აღმოჩნდება.

თანამგზავრის გეოსტაციონალური ორბიტა მდებარეობს ზუსტად ეკვატორის თავზე და მას წრეწირის ფორმა აქვს. უმრავლეს შემთხვევაში სატელიტებს სწორედ ასეთ, ან მათთან მიახლოებულ ორბიტებზე უშვებენ, რადგან ანტენებს მათთან კონტაქტის დასამყარებლად არ უწევთ მოძრაობა.

ნახევრად სინქრონულ უწოდებენ ორბიტას, რომლის პერიოდია 0.5 ვარსკვლავური დღეა (11 ს 58 წთ). ასეთ ორბიტაზე თანამგზავრი დედამიწას დღეში ორჯერ შემოუვლის.

დედამიწის ხელოვნური თანამგზავრის ორბიტებს, მიუხედავად იმისა წრიულია ისინი თუ ელიფსური,აქვთ 42,164 კმ-ს ტოლი მთავარი ღერძი, რომელიც გამოითვლება ფორმულით:


upload.wikimedia.org/math/f/e/a/feac06c47b98bccab7c638d6ea4117ab.png

სადაც a არის მთავარი ნახევარღერძი, P არის ორბიტალური პერიოდი, ხოლო μ არის გეოცენტრული გრავიტაციული მუდმივა, რომელიც ტოლია 398600.4418 კმ3/წმ2.

დედამიწის ხელოვნური თანამგზავრის გეოსტაციონალური ორბიტის რადიუსია 42,164 კმ (გაზომილია დედამიწის ცენტრიდან), ხოლო მისი დაშორება დედამიწის ზედაპირიდან არის 35,786 კმ.

გეოსტაციონალური ორბიტის მონაცემები გამოთვალა 1928 წლის ბოლოს უნგრელმა რაკეტების ინჟინერმა ჰერმან პოტოჩნიკმა, რომელმაც შეიმუშავა კოსმოსის ათვისების სქემა მუდმივმოქმედი სადგურების მეშვეობით.

upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/6b/Herman_Potocnik_Noordung.jpg/200px-Herman_Potocnik_Noordung.jpg
გეოსტაციონარული ორბიტის შესწავლაში და საკომუნიკაციუ თანამგზავრებისთვის ათვისებაში დიდი წვლილი მიუძღვის არტურ კლერკს. ამიტომ დღეს ამ ორბიტას უწოდებენ კლარკის ორბიტას.

ხელოვნური თანამგზავრების ქსელს, რომელიც ამჟამად გეოცენტრულ ორბიტაზე იმყოფება უწოდებენ კლარკის ქამარს (Clarke Belt).


www.elopta.nl/images/clarke_belt.JPG

პირველი სატელიტი რომელიც განთავსდა გეოსინქრონულ ორბიტაზე იყო Syncom 2, რომელიც გაუშვეს 1963 წელს, ხოლო გეოსტაციონალურ ორბიტაზე პიველად გაუშვეს Syncom 3. მას შემდეგ გეოსტაციონალურ ორბიტგებს ხშირად იყენებენ, განსაკუთრებით სატელიტური ტელევიზიისთვის.


upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/bf/Syncom_2_side.jpg/220px-Syncom_2_side.jpg
Syncom 2

assets.motherboard.tv/post_images/assets/000/010/517/1976_03083_large.jpg
Syncom 3

გეოსტაციონალური (კლარკის) ორბიტა იდეალური შემთხვევაა, რომლის მიღწევა მხოლოდ მიახლოებით თუ შეიძლება. რეალურად სატელიტები შორდებიან ორბიტებს მზის ქარის, რადიაციული წნევის, დედამიწის გრავიტაციული ველის ცვლილების, მზის და მთვარის მიზიდულობის და სხვა მიზეზების გამო.

სტაბილური ორბიტა შეიძლება არსებობდეს მხოლოდ მყარი ზედაპირის მქონე სხეულებისთვის (მაგალითად  მთვარე, კლდოვანი პლანეტები). მკვეთრად გამოხატული ზედაპირების მქონე ციური სხეულებისთვის (მაგალითად გაზური პლანეტები, შავი ხვრელები) არ არსებობს ფიქსირებული წერტილი, რომლის მიმართაც ორბიტა იქნება სინქრონიზებული. თუ ციური სხეული ძალზე ნელა ბრუნავდეს მაშინ ორბიტა მის გარშემო შეიძლება გავიდეს ორბიტალების მიზიდვის ზონიდან. სხეული ასევე არ უნდა ბრუნავდეს ძალიან სწრაფად, რადგან ორბიტა შეიძლება მის შიგნით აღმოჩნდება. სხეულებს, რომლებსაც ახასიათებთ ქაოსური ბრუნვა, გააჩნიათ ასევე ცვალებადი ორბიტები.

წყარო: http://en.wikiped...nous_orbit

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.