კოსმოლოგიაში არსებობს ინფლაციის თეორია, რომელიც ამბობს, რომ სამყარო დიდი აფეთქების შემდეგ, დროის ძალიან მცირე მონაკვეთში, სინათლის სიჩქარეზე სწრაფად გაფართოვდა. მაშინ შესაძლებელია წარმოიქმნას მიზეზ-შედეგობრივად ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სამყაროთა უბნები, ან ქვე-სამყაროები, რომლებიც დამოუკიდებლად გაივლიან ევოლუციის საფეხურებს.
სინათლის გავრცელების სიჩქარე ვაკუუმში უდრის ნებისმიერი სხვა ელექტრო-მაგნიტური ტალღის გავრცელების სიჩქარეს. ის არის უნივერსალური კონსტანტა, რომელიც წარმოადგენს ნებისმიერი ფიზიკური მოვლენის გავრცელების სიჩქარის ზღვარს და არ იცვლება სხვა ინერციულ ათვლის სისტემაში გადასვლისას.

ნისლეული წარმოადგენს გალაქტიკათაშორისო ღრუბელს, რომელიც ძირითადად შედგება კოსმოსური მტვრისგან, წყალბადისგან, ჰელიუმისგან და იონიზირებული გაზისგან (პლაზმისგან).
ბირთვებს, რომლებიც თავისთავად, მხოლოდ შინაგანი ძალების მოქმედებით იშლება ორ ან მეტ ნაწილად, ეწოდება რადიაქტიური ბირთვები. თვით ასეთი დაშლის მოვლენას უწოდებენ რადიოაქტივობას.
ლაზერი არის მოწყობილობა, რომელშიც ენერგია (სითბური, ქიმიური, ელექტრული) გარდაიქმნება ელექტრომაგნიტური ველის ენერგიად - ლაზერულ სხივად.


