ადრე ასტრონიმები ნისლეულს ეძახდნენ ნებისმიერი მანათობელი ასტრონომიული ობიექტის დიფუზიას, ასევე ვარსკვლავების შეჯგუფებას ან გალაქტიკებს რომლებიც შორს იყვნენ ირმის ნახტომისგან. ეს სახელები დღესაც შენარჩუნებულია, მაგალითად ანტრომედას გალაქტიკას ხშირად ანდრომედას ნისლეულს უწოდებენ. როდესაც ასტრონომია განვითარდა და შეიქმნა მძლავრდი ტელესკოპები, ნისლეულების ბუნება უფრო ნათელი გახდა.
ნისლეულების უმეტესობა, ისევე როგორც ვარსკვლავები, წარმოიქმნებიან ვარსკვლავთშორისი გაზის გრავიტაციული კოლაფსირების შედეგად. როდესაც მატერია კოლაფსირდება თავისი მასის გამო, მის ცენტრში შეიძლება მოხდეს მასიური ვარსკვლავების ფორმირება. ვარსკვლავების ინფრაწითელი გამოსხივება იონიზაციას უკეთებს გარშემო მყოფ გაზს, რის შედეგადაც ნისლეული ხდება ხილული. ასეთი ნისლეულის მაგალითია როსეტას ნისლეული (Rosette Nebula) და ყარყატის ნისლეული (Pelican Nebula). ამ ნისლეულების ზომები იცვლება გაზის ზომების ცვლილებასთან ერთად.
ზოგიერთი ნისლეული ფორმირდება ზეახალი ვარსკვლავის აფეთქების შედეგად გაფანტული იონიზირებული მატერიისგან. ერთ-ერთ ასეთ მაგალითს წარმოადგენს კიბორჩხალას ნისლეულობა (Crab Nebula) კუროს თანავარსკვლავედში.
ნისლეულების ნაწილი შეიძლება ჩამოყალიბდეს როგორც ე.წ. პლანეტარული ნისლეული 8-10 მზის მასის ვარსკვლავების აფეთქების შედეგად. ასეთი ვარსკვლავები სიცოცხლის ბოლო სტადიაზე გადაიქცევიან წითელ გიგანტებად და გამუდმებით კარგავენ გარე ფენებს პულსაციის დროს. როდესაც ვარსკვლავი დაკარგავს საკმარის მასას, მისი ტემპერატურა იზრდება და ასხივებს ულტრაიისფერ გამოსხივებას, რომელსაც შეუძლია მის მიერ გამოსტყორცნილი ნისლეულის იონიზაცია და ‘ანთება’. ნისლეული საშუალოდ შედგება 97% წყალბადის და 3% ჰელიუმისგან.
ნისლეულებს ყოფენ 4 ძირითად ტიპად:
• დიფუზიური ნისლეულები;
• პლანეტარული ნისლეულები;
• ზეახალის ნარჩენები;
• ბნელი ნისლეულები.
ყურედღება მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ ყველა სახის ღრუბლებს კოსმოსში არ ეწოდება ნისლეული. ამის მაგალითია ობიექტი Herbig-Haro.
დიფუზიურინისლეული
ნისლეულების უმეტესობა შეიძლება აღიწეროს როგორც დიფუზიური, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი არიან გაშლილები და არ აქვთ დადგენილი საზღვრები. ხილულ სპეტრში ეს ნისლეულები შეიძლება დაიყოს:
- გამფრქვევ ნისლეულად - იონიზირებული გაზის ღრუბლები, რომელიც ასხივებს სინათლეს სხვადასხვა ფერში. ნათების წყაროს წარმოადგენს მაღალი ენერგიის იონიზირებული ფოტონები, რომლებიც მოდიან მეზობელი ვარსკვლავებიდან.
- არეკვლადი ნისლეულად - ვარსკვლავთშორისი მტვრის ღრუბელი, რომელიც ირეკლავს სინათლეს ახლო მდებარე ვარსკვლავებიდან.
ეს ნისლეულები ასხივებენ სხვადსახვა ოპტიკურ დიაპაზონში და წარმოადგენენ ინფრაწითელი გამოსხივების, რომელიც ფორმირდება ნისლეულიში მყოფი მტვრისგან, მძლავრ წყაროებს.
პლანეტარული ნისლეული
პლანეტარული ნისლეული შედგება იონიზირებული გაზისგან, რომლის ცენტრში მოთვსებულია თეთრი ჯუჯა. პლანეტარული ნისლეული ფორმირდება წითელი გიგანტების და ზეგიგანტი ვარსკვლავების (მასით 2.5-8 მზის მასა) გარე ფენების გამოტყორცნით მათი ევოლუციის ბოლო ეტაპზე. დღეს ჩვენთვის ცნობილია დაახლოები 1,500 პლანეტარული ნისლეული.
ზეახალის ნარჩენები
აფეთქების დროს ზეახალი ვარსკვლავის ქერქი ყველა მიმართულებით იფანტება, წარმოქნის რა უზარმზარი სიჩქარით მოძრავ დარტყმით ტალღას, რაც ქმნის ნისლეულს.
ბნელი ნისლეული
ბნელი ნისლეული წარმოადგენს ვარსკვლავთშორისი ღრუბელს, რომელიც იმდენად მკვრივია, რომ შთანთქავს ნისლეულის ვარსკვლავებიდან წამოსულ ხილულ სინათლეს. ასეთ ღრუბლებს გააჩნიათ ძალზედ უსწორმასწორო ფორმა და არ აქვთ მკაფიოდ გამოხატულ საზღვრები. ყველაზე დიდი ბნელი ნისლეულის დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც შესაძლებელია, ირმის ნახტომის ფონზე ისინი ქმნიან ბნელ ფონს. ბნელი ნისლეულის შიდა ნაწილებში ხშირად მიმდინარეობს აქტიური პროცესები, მაგალითად ვარსკვლავების დაბადება ან მაზერული გამოსხივება.