სინათლის სიჩქარის მიახლოებითი მნიშვნელობა პირველად 1676 წელს განსაზღვრა დანიელმა ასტრონომმა ოლე ქრისტენსენ რომერმა. მან დაკვირვებების შედეგად აღმოაჩინა, რომ იუპიტერის დაბნელებებს შორის პერიოდი უფრო მცირე იყო მაშინ, როდესაც იგი დედამიწასთან ახლოს იმყოფებოდა. ამით მან დაასკვნა სინათლის სიჩქარის სასრულობა (ამ მომენტამდე იგი უსასრულო სიდიდედ ითვლებოდა). რომერის მიღებული შედეგი 1728 წელს დააზუსტა ინგლისელმა ასტრონომმა ჯეიმს ბრედლიმ ვარსკვლავების გამოსხივების აბერაციაზე დაკვირვებებით. რაიმე ცნობილი მაძილის გავლისთვის დახარჯული დროის საშუალებით სინათლის სიჩქარე პირველმა ფრანგმა მეცნიერმა არმან ფიზომ გაზომა. ფიზოს ცდაში გამოიყენებოდა მბრუნავი დისკო კბილანებით, რომლებიც დროდადრო ფარავდნენ საწყის და არეკლილ სინათლეს და ამით საშუალებას იძლეოდნენ სინათლის სიჩქარე შეფასებულიყო დისკოს ბრუნვის სიჩქარის მეშვეობით. რადგან ჰაერის გარდატეხის მაჩვენებელი ძალიან მცირედ განსხვავდება ერთისგან, მისი შედეგი საკმაოდ ახლოს იყო თანამედროვე მონაცემებთან.
შემედეგში, უკვე 1862 წელს ფრანგმა მეცნიერმა ჟან ფუკომ კბილანებიანი დისკო შეცვალა მბრუნავი სარკით და დააზუსტა ფიზო-ს მიერ მიღებული მნიშვნელობა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მის დანადგარში სინათლე მხოლოდ 20 მ-ს გადიოდა, რაც საკმარისი აღმოჩნდა სიჩქარის დიდი სიზუსტით გასაზომად.
ფუკოსა და ფიზოს მეთოდოლოგია მრავალჯერ იქნა გამოყენებული შემდგომ ექსპერიმენტებში. მეოცე საუკუნის დასაწყისში ყველაზე ზუსტად ითვლებოდა 1926 წელს ამერიკელი მეცნიერის ალბერტ მაიკელსონის მიერ მიღებული შედეგი.
თანამედროვე გაზომვებით ლაზერული წყაროს გამოყენებით ვაკუუმში სინათლის სიჩქარისთვის მიღებულია მნიშვნელობა:
c = 2999792458 ± 1,2 მ/წმ.
თუმცა ეს ჯერ კიდევ არ არის ზუსტი მნიშვნელობა. მისი სრულყოფა ძალიან მნიშვნელოვანია ფიზიკის და ზოგადად საზოგადოების განვითარებისათვის. სინათლის სიჩქარის გასაზომად ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა დიდი როლი ითამაშა ფიზიკაში, მან განამტკიცა სინათლის ტალღური თეორემის ჭეშმარიტება და დაამყარა კავშირი ოპტიკასა და ელექტრო-მაგნიტიზმის თეორიებს შორის.
წყარო:http://www.km.ru/...3C67216F7#