![]()
მზისქარი (ინგ. Solar wind) ეწოდება მზის გვირგვინიდან იონიზებული ნაწილაკების, ძირითადად, ჰელიუმ-წყალბადის პლაზმის ნაკადს, რომელიც კოსმოსში 300-1200 კმ/სთ სიჩქარით ვრცელდება. მზის ქარი არ უნდა აგვერიოს მზის ნათებასთან, რომელიც ფოტონების ნაკადს წარმოადგენს.
ამერიკული კოსმოსური ხომალდების Voyager 1 და Voyager 2 მონაცემების თანახმად (2005-2007), მზის ქარი 95-100 ასტრონომიულ ერთეულამდე ვრცელდება და თანდათან ერწყმის გალაქტიკათაშორისო ქარს. სხვა ვარსკლავებთან მიმართებით იყენებენ ტერმინს „ვარსკლავის ქარი“.
თეორიული ვარსკვლავები არიან ისეთი ტიპის მანათობელი ობიექტები სამყაროში, რომლებიც სავარაუდოდ არსებობდნენ წარსულში ან იარსებებენ მომავალში. ანუ ვარსკვლავები რომლებიც შესაძლოა ჯერ არ აღმოუჩენიათ, მაგრამ თეორიულად მათი არსებობა დასაშვებია.
![]()

ინტერვიუ CERN-ის ქართველ მეცნიერთან:ნუგზარ მოსულიშვილთან
"მალე კაცობრიობას დიდი აფეთქებისა და სამყაროს წარმოშობის შესახებ კონკრეტული ცოდნა ექნება"

რადიოაქტიურობა - ატომბირთვის სპონტანური დაშლა სუბატომურ ნაწილაკებად და ელექტრო-მაგნიტურ გამოსხივებად. ეს ფენომენი 1896 წელს აღმოაჩინა ფრანგმა ფიზიკოსმა ბეკერელმა. მან შენიშნა, რომ ურანი ასხივებდა უხილავ სხივებს, რომლებსაც შეეძლოთ გასულყვნენ გაუმჭვირვალე კონტეინერში და ემოქმედათ ფოტო-ფირფიტაზე. შემდეგ პიერ და მარია კიურებმა აღმოაჩინეს სხვა რადიოაქტიური ელემენტები: პოლონიუმი და რადიუმი. რადიოაქტივობა მალე აღიარეს ენერგიის ყველაზე კონცეტრირებულ წყაროდ, რაც კი მანამდე იყო ცნობილი.

ვარკვლავების სპექტრი საკმაოდ მრავალფეროვანია. თითქმის ყველ შთანთქმის სპექტრებია, ანუ ვარსკვლავების გარე შრეზე სინათლის შთანთქმის შედეგია. სპექტრების შესწავლით ხდება ვარკვლავების ატმოსფეროს ქიმიური შემადგენლობის დადგენა.


