ვარკვლავების სპექტრი საკმაოდ მრავალფეროვანია. თითქმის ყველ შთანთქმის სპექტრებია, ანუ ვარსკვლავების გარე შრეზე სინათლის შთანთქმის შედეგია. სპექტრების შესწავლით ხდება ვარკვლავების ატმოსფეროს ქიმიური შემადგენლობის დადგენა.
ყველა ვარსკვლავის ატმოსფეროს ძირითად კომპონენტებს წარმოადგენენ წყალბადი და ჰელიუმი. ვარსკვლავების სპექტრების ტიპი დამოკიდებულია მათ ტემპერატურაზე და ატმოსფეროს წნევაზე. დაბალ ტემპერატურაზე აირები შეიძლება არსებობდნენ მოლეკულების სახით. მაღალ ტემპერატურაზე მოლეკულები იშლებიან ძირითად ნაწილებად - ატომებად. უფრო მაღალ ტემპერატურაზე იშლებიან ნაკლებად მდგრადი ატომები, ელექტრონების დაკარგვით წარმოიქმნება იონები. იონიზირებული ატომები შთანთქავენ და ასხივებენ ნეიტრალური ატომებისგან განსხვავებული ტალღის სიგრძის სხივებს. ერთიდაიმავე ქიმიური ელემენტის ატომის და იონის გამსხივების ინტენსივობების შედარებით შესაძლებელია თეორიულად განისაზღვროს ამ ატომების რაოდენობის თანაფარდობას, რადგან ეს ფარდობა ტემპერატურის ფუნქციაა. ბნელი ხაზებით შესაძლებელია ვიპოვოთ ატმოსფეროს ტემპერატურა, რაც მათ უწყვეტ სპექტრში ენერგიის განაწილების და დედამიწაზე მოსული სითბოს ცვლილების მიხედვით საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ თვით ვარსკვლავის ტემპერატურა.
ვარსკვლავების სპექტრი დაყოფილია კლასებად, რომლებიც აღინიშნება ლათინური ასოებითა და ციფრებით.
ვარსკვლავების ფერი და სპექტრი დაკავშირებულია მათ ეფექტურ ტემპერატურასთან. წითელი ვარსკვლავების სპექტრში წითელი სხივები უფრო მკვეთრია, მათი ტემპერატურა კი უფრო დაბალია. ტემპერატურა იზრდება წითელი ვარსკვლავებიდან ნარინჯისფერამდე თანმიმდევრულად გადასვლისას, შემდეგ მოდის ყვითელი, თეთრი და მოცისფრო. ასეთ თანმიმდევრობაში იცვლება გახურებული სხეულის ფერი. M ტიპის ცივ (დაახლოებით 3000°) წითელ ვარსკვლავების სპექტრში ჩანს ორატომიანი მოლეკულების შთანთქმის ხაზები, ხშირ შემთხვევაში ტიტანიუმის. სხვა წითელი ვარსკვლავების სპექტრებში დომინირებს ნახშირბადი ან ცირკონიუმი. M ტიპის პირველი სიდიდის წითელი ვარსკვლავებია, მაგალითად, ანტარესი და ბეტელჰეიზე.
G0 ტიპის ყვითელ ვარსკვლავებში, რომლებსაც მზეც მიეკუთვნება (ზედაპირზე 6000° ტემპერატურით), გამოირჩევა ნეიტრალური მეტალების წვრილი ხაზები - რკინა, ნატრიუმი და ა.შ.
A0 ტიპის თეთრ ვარსკვლავების სპექტრში, როგორიცაა სირიუსი და ვეგა, წყალბადის ხაზებია გამორჩეული. არის იონიზირებული მეტალების ბევრი სუსტი ხაზი. ასეთი ვარსკვლავების ტემპერატურაა დაახლოებით 10 000°.
უფრო გახურებულ, მოცისფრო ვარსკვლავების (30 000° ტემპერატურის) სპექტრებში ჩანს ნეიტრალური და იონიზირებული ჰელიუმის ხაზები. უმრავლესობა ვარსკვლავის ტემპერატურა არის 3000° - 30 000° შუალედში. თუმცა გვხვდება ვარსკვლავი დაახლოებით 100 000° ტემპერატურით.
წყარო
http://www.km.ru/...ura-zvezd#