შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 2

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.


სტატიების ეირარქია
თეორიული ვარსკვლავები

თეორიული ვარსკვლავები არიან ისეთი ტიპის მანათობელი ობიექტები სამყაროში, რომლებიც სავარაუდოდ არსებობდნენ წარსულში ან იარსებებენ მომავალში. ანუ ვარსკვლავები რომლებიც შესაძლოა ჯერ არ აღმოუჩენიათ, მაგრამ თეორიულად მათი არსებობა დასაშვებია. თეორიული ვარსკვლავების რამდენიმე საინტერესო წარმომადგნელია: კვაზი ვარსკვლავი, გაყინული ვარსკვლავი, თეთრი ხვრელი და თორნ-ჟიტკოვის ობიექტი.

კვაზი ვარსკვლავი, სხვანაირად შავი ხვრელის ვარსკვლავი, არის ჰიპოთეტური, ძალიან მასიური ობიექტი, რომელიც შესაძლოა სამყაროს ადრეულ ეტაპზე არსებულიყო, როდესაც წყალბადს და ჰელიუმს ჯერ კიდევ არ მოუხდენიათ მძიმე ელემენტების სინთეზი. განსხვავებით თანამედროვე ვარსკვლავებისგან, რომლებიც ენერგიას იღენებ ბირთვული სინთეზით, მათი ენერგიის ძირითადი წყაროს მატერიის შავ ხვრელში ჩადინება უნდა ყოფილიყო.

კვაზი ვარსკვლავის შესაძლო წარმოქმნის მექანიზმი არის შემდეგი: პროტოვარსკვლავის ბირთვი განისცდის კოლაფს, რის შედეგად ცენტრში წარმოიქმნება შავი ხვრელი და ხდება ვარსკვლავის გარე შრეების მატერიის ჩაქცევა შავ ხვრელში. შავ ხვრელში მატერიის ჩადინებისას გამოსხივდება დიდძალი ენერგია, რომელიც მუშაობს გრავიტაციის საწინააღმდეგოდ და რაღაც დროის განმავლობაში იქმნება მეტა-სატაბილური წონასწორობის მდგომარეობა, ისეთივე როგორსაც ადგილი აქვს ჩვეულებრივი ვარსკვლავების შემთხვევაში.

შეფასებების თანახმად კვაზი ვარსკვლავის მასა 1,000 მზის მასის, ზედაპირის ტემპერატურა დაახლოებით მზის ზედაპირის ტემპერატურის, დიამეტრი კი 109 კმ-ს ტოლი უნდა ყოფილიყო. კვაზი ვარსკვლავის ნათება პატარა გალაქტიკის ნათების ტოლფასი იქნებოდა, ხოლო მაქსიმალური სიცოცხლის ხანგრძლივობა 1 მილიონი წელი, რომლის შემდეგაც ბირთვში არსებული შავი ხვრელის მასა დაახლოებით 10,000 მზის მასამდე გაიზრდებოდა. ასეთი საშუალო ზომის შავი ხვრელები შესაძლებელია წარმოადგენდნენ თანამედროვე ზემასიური შავი ხვრელების წინაპრებს.

გაყინული ვარსკვლავები არიან ჰოპოტეტური ობიექტები, დაახლოებით 0oC ზედაპირული ტემპერატურით, რომელებიც შესაძლოა წარმოიშვან მომავალში, როცა მკვეთრად შემცირდება სამყაროში წყალბადის და ჰელიუმის ოდენობა. დროთა განმავლობაში ვარსკვლავთშორისო გაზის მეტალურობის გაზრდა (მსუბუქი ელემენტების შემცირების ხარჯზე) გამოიწვევს ვარსკვლავის მინიმალური და მაქსიმალური მასის შემცირებას. პატარა ვარსკვლავები, 0,04 მზის მასით, რომლებიც წყალბადის სინთეზის დასრულებისას ამჟამად ყავისფერ ჯუჯებად ამთავრებენ სიცოცხლეს, მომავალში გადაიქცევიან ყველაზე მკრთალ წითელ ჯუჯასთან შედარებითაც კი ბევრად ცივ ობიექტებად (0oC ტემპერატურით), რაც გამოიწვევს მათ ატმოსფეროში წყლის ყინულის ფორმირებას.

 

თეთრი ხვრელი - შავი ხვრელის ანტიპოდი, ჰიპოთეტური ობიექტი სივრცე-დროში, რომელშიც გარედან არაფერს არ შეუძლია შეაღწევა, თუმცა მას შეუძლია ენერგიის და მატერიის გარეთ გამოტყორცნა. ასეთი ობიექტები ნაწინასწარმეტყველებია აინშტაინის ფარდობითობის თეორიის ფარგლებში, რომლის ზოგადი ამონახსნი სფერული სიმეტრიის მქონე ობიექტებისთვის გვაძლევს როგორც შავ, ისე თეთრ ხვრელებს. თუმცა ამჟამად სამყაროში არ არის ნაპოვნი არცერთი ობიექტი, რომელიც შესაძლოა თეთრ ხვრელად ჩავთვალოთ.

თორნ-ჟიტკოვის (Thorne–Żytkow) ობიექტი - ჰოპოთეტური ვარსკვლავის ტიპი, წითელი გიგანტი ან სუპერგიგანტი, რომლის ბირთვი ნეიტრონულ ვარსკვლავს წარმოადგენს.

განიხილავენ თორნ-ჟიტკოვის ობიექტის გაჩენის ორ სცენარს.

პირველ შემთხვევაში ნეიტრონული ვარსკვლავი ეჯახება გიგანტურ ვარსკვლავს. ორივე ობიექტი შესაძლოა მოხეტიალე ვარსკვლავები იყვნენ, თუმცა ძირითადად შეჯახებები ხდება დიდი სიმკვრივის კლასტერებში.

მეორე, უფრო ალბათური სცენარი ხორციელდება ორმაგ სისტემებში. ორმაგი სისტების ერთ-ერთი ვარსკვლავის ზეახალად გადაქცევის შემდეგ დარჩენილი ნეიტრონული და მეორე ვარსკვლავის ორბიტები გადაიკვეთება, ნეიტრონული ვარსკვლავი შედის კომპანიონის გარე შრეებში და მას წითელ გიგანტად გადააქცევს. აღმოჩენილია თორნ-ჟიტკოვის ობიექტის რამდენიმე კანდიდატი, რომელთაგანაც თვისებებით თეორიულთან ყველაზე ახლოა 2014 წელს აღმოჩენილი ობექტი HV-2112.

წყარო:

http://en.wikiped...kow_object
http://www.zmesci...-05062014/
http://en.wikiped...White_hole
http://en.wikiped...al_star%29
http://en.wikiped...Quasi-star

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.