შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 1

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 288
ბოლო წევრი: Giorgi bliadze

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

ხარვეზები უსაფრთხოების უახლეს მექანიზმებში
ხარვეზები უსაფრთხოების უახლეს მექანიზმებში

2024 წლის 4 აპრილს ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიების ინსტიტუტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა მკვლევართა ჯგუფის სტატია ელექტრო და ელექტრონიკის ინჟინრების ინსტიტუტის მიერ მაისში ჩასატარებელ 45-ე სიმპოზიუმის მასალებისთვის უსაფრთხოება და კონფიდენციალურობის თემებზე, სადაც ისინი ამტკიცებენ, რომ ჰაკერებს შეუძლიათ მიიღონ წვდომა ღრუბლოვან სისტემებზე და მათში შენახულ მონაცემებზე.

Curiosity-მ მარსზე წყლის არსებობის ახალ მინიშნებებს მიაგნო
Curiosity-მ მარსზე წყლის არსებობის ახალ მინიშნებებს მიაგნო

2024 წლის 29 მარტს NASA-ს ვებ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ მარსმავალი Curiosity მოძრაობს ისეთ უბანზე, სადაც გამდინარე წყალი არსებობდა ბევრად უფრო დიდხანს, ვიდრე ადრე ეგონათ.

ნეიტრონული ვარსკვლავიდან გამოტყორცნილი ჭავლის სიჩქარე გაზომეს
ნეიტრონული ვარსკვლავიდან გამოტყორცნილი ჭავლის სიჩქარე გაზომეს

2024 წლის 27 მარტს Nature-ში გამოქვეყნდა ასტრონომების საერთაშორისო ჯგუფის სტატია, სადაც კოსმოსური რენტგენული ტელესკოპის INTEGRAL და ავსტრალიური რადიოტელესკოპების მასივის მონაცემების გამოყენებით შეფასებულია, რომ ნეიტრონული ვარსკვლავის მიერ გამოტყორცნილი ჭავლის სიჩქარე სინათლის სიჩქარის მესამედს აღწევს.

კვანტური გამოთვლების ტემპერატურა 1 გრადუსით გაიზარდა
კვანტური გამოთვლების ტემპერატურა 1 გრადუსით გაიზარდა

2024 წლის 27 მარტს Nature-ში გამოქვეყნდა მკვლევარების საერთაშორისო ჯგუფის სტატია, სადაც ნაჩვენებია, რომ მათ შეძლეს ლითოგრაფიული მეთოდით სილიკონში კვანტური წერტილების შექმნა სადაც შესაძლებელია სპინ კუბიტებს მართვა 1 K-ზე მეტ ტემპერატურაზე. ეს საშუალებას იძლევა გადაილახოს ფუნდამენტური შეზღუდვა, რომ გარემოს თერმული ენერგია უნდა იყოს კუბიტის ენერგიებზე ბევრად დაბალი, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა კვანტური გამოთვლების გზაზე.

დადგინდა ირმის ნახტომის უძველესი სამშენებლო ბლოკები
დადგინდა ირმის ნახტომის უძველესი სამშენებლო ბლოკები

2024 წლის 21 მარტს ჟურნალმა The Astrophysical Journal გამოაქვეყნა მაქს პლანკის ასტრონომიის ინსტიტუტის მეცნიერების სტატია, რომელშიც კოსმოსური ობსერვატორია Gaia და SDSS პროექტის მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით, გამოცხადებულია ჩვენი გალაქტიკის შესაძლო ორი უძველესი სამშენებლო ბლოკის აღმოჩენის შესახებ, რომლებიც ირმის ნახტომს 12-13 მილიონი წლის წინ შეერწყნენ.

მაღალი სიმძლავრის ლითიუმ-გოგირდის ბატარეა
მაღალი სიმძლავრის ლითიუმ-გოგირდის ბატარეა

2024 წლის 16 თებერვალს ჟურნალმა Nature Nanotechnology გამოაქვეყნა ავსტრალიელი და ჩინელი მეცნიერების ჯგუფის სტატია, რომელშიც ნაჩვენებია, რომ ნანო-კომპოზიტური ნახშირბადის ელექტროლიტებს შეუძლიათ ლითიუმ-გოგირდის ბატარეების თვით-განმუხტვის მაჩვენებლის 75%-ით შემცირება, ხოლო დამუხტვა-განმუხტვის ციკლის 1000-მდე გაიზარდა.

ESA-მ დამტკიცა LISA-ს კომპონენტების აგების გეგმა
ESA-მ დამტკიცა LISA-ს კომპონენტების აგების გეგმა

2024 წლის 25 იანვარს ევროპის კოსმოსური სააგენტოს სამეცნიერო პროგრამის კომიტეტმა დაამტკიცა მომავალი კოსმოსური გრავიტაციულ-ტალღური ობსერვატორიის LISA-სთვის განკუთვნილი მოწყობილობების აგების დაწყება. სააგენტოს ვებგვერდზე ნათქვამია, რომ ის კოსმოსში 2035 წელს უნდა გაფრინდეს.

„შავი ხვრელის პირველი ფოტო“ გაიმეორეს ერთი წლის შემდეგ
„შავი ხვრელის პირველი ფოტო“ გაიმეორეს ერთი წლის შემდეგ

2024 წლის 18 იანვარს ჟურნალში Astronomy & Astrophysics ტელესკოპების კოლაბორაციამ Event Horizon გამოაქვეყნა გალაქტიკა M 87-ის ცენტრში მდებარე ზემასიური შავი ხვრელის მეორე ფოტო, რომელიც შექმნილია 2018 წლის აპრილის დაკვირვებების მონაცემების გამოყენებით. ახალ სურათზე ჩანს 2017 წლის სურათიდან ნაცნობი იგივე ზომის სინათლის რგოლი, რომელიც გარს აკრავს ცენტრალურ ბნელ არეს, „შავი ხვრელის ჩრდილს“. საინტერესოა, რომ ამ სინათლის ბეჭდის სიკაშკაშის პიკი წინა სურათთან შედარებით დაახლოებით 30 გრადუსით არის მოტრიალებული საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით. მეორე ფოტოს გადაღებამდე მკვლევარებმა ქსელს დაუკავშირეს დამატებითი ტელესკოპები და გაზარდეს მონაცემთა ჩაწერის სიჩქარე.

ცუდი და კარგი საახალწლო კოსმოსური სიახლეები
ცუდი და კარგი საახალწლო კოსმოსური სიახლეები

2024 წლის დასაწყისი აქტიური აღმოჩნდა კოსმოსური კვლევების თვალსაზრისით. პირველი კერძო მისია მთვარეზე ჩაიშალა, NASA-ს მთვარეზე ასტრონავტების დაბრუნების თარიღებმა გადაიწია, ხოლო ჩინეთმა წარმატებით განახორციელა რენტგენული ობსერვატორიის დედამიწის ორბიტაზე გაყვანა.

ასტრონომებმა დააფიქსირეს Amaterasu ნაწილაკი
ასტრონომებმა დააფიქსირეს Amaterasu ნაწილაკი

23 ნოემბერს ჟურნალმა Science გამოაქვეყნა Telescope Array კოლაბორაციის სტატია, რომელშიც მოცემულია 2021 წლის 27 მაისს, იუტას შტატში განთავსებული ტელესკოპების მასივის მიერ დაფიქსირებული ექსტრემალური ენერგიის კოსმოსური სხივის (Amaterasu ნაწილაკი) მონაცემების ანალიზი. ანალიზის თანახმად, ამ სიგნალის გამომწვევ ნაწილაკს (სავარაუდოდ პროტონი) გააჩნდა აქამდე დაფიქსირებულ კოსმოსურ სხივებს შორის მეორე უდიდესი ენერგია. ამავდროულად, მეცნიერებმა ვერ შეძლეს სიგნალის შესაძლო წყაროს დადგენა, სხივის მიმართულება მიუთითებს ლოკალურ სიცარიელეზე სამყაროს ფართომასშტაბიან სტრუქტურაში.