შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 1

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 289
ბოლო წევრი: Davit tsurtsumia

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

NASA-მ გამოაქვეყნა Io-ზე კოლხეთის დაბლობის ფოტოები
NASA-მ გამოაქვეყნა Io-ზე კოლხეთის დაბლობის ფოტოები

NASA-მ გამოაქვეყნა იუპიტერის ერთ-ერთი მთვარე Io-ს ახალი სურათები, რომელიც გადაღებული იქნა 2023 წლის 16 ოქტომბერს კოსმოსური სადგური Juno-ს მიერ. სურათების სერიაზე ჩანს Io-ზე მდებარე მთები და ვულკანები და ასევე გოგირდის დიოქსიდით მდიდარი დაბლობი ვულკანურ ზონებს შორის სახელწოდებით „კოლხეთის დაბლობი“.

ნობელის პრემია ფიზიკაში ატოწამიანი იმპულსებისთვის გაიცა
ნობელის პრემია ფიზიკაში ატოწამიანი იმპულსებისთვის გაიცა

3 ოქტომბერს ნობელის კომიტეტმა გამოაცხადა, რომ 2023 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიკის დარგში გახდნენ პიერ აგოსტინი (აშშ), ფერენც კრაუში (გერმანია) და ენნ ლ'ჰუილიე (შვეცია), მატერიაში ელექტრონების დინამიკის შესასწავლად ატოწამური იმპულსების გენერაციის მეთოდებისთვის. ჯილდოები 10 დეკემბერს სტოკჰოლმში გაიცემა.

კაფსულა ასტეროიდი ბენუს ნიადაგის ნიმუშებით დედამიწაზე დაეშვა
კაფსულა ასტეროიდი ბენუს ნიადაგის ნიმუშებით დედამიწაზე დაეშვა

24 სექტემბერს, თბილისის დროით დაახლოებით 18:53 საათზე, OSIRIS-REx (NASA) პლანეტათაშორისო სადგურის დასაბრუნებელი კაფსულა რბილად დაეშვა იუტას შტატში. ამრიგად, ასტეროიდ ბენუდან დედამიწაზე ნიადაგის ნიმუშების ჩამოტანის ოპერაცია წარმატებით დასრულდა. დაშვების პირდაპირი ტრანსლაცია მიმდინარეობდა YouTube-ზე.

აღმოჩენილია გრავიტაციული ანომალია დაბალი აჩქარებების მქონე ორმაგი ვარსკვლავებისთვის
აღმოჩენილია გრავიტაციული ანომალია დაბალი აჩქარებების მქონე ორმაგი ვარსკვლავებისთვის

Astrophys. Journal-ის აგვიტოს ნომერში გამოაქვეყნდა სტატია, რომელშიც ნაჩვენებია, რომ ფართო ორმაგი ვარსკვლავების სისტემისთვის ირღვევა ნიუტონის გრავიტაციის კანონი. მონაცემები კარგად აღიწერება მოდიფიცირებული გრავიტაციის მოდელის - MOND-ის ფარგლებში და ეჭვქვეშ აყენებს ფარული მატერიის კონცეფციას.

გამოცხადდა დაბალი სიხშირის გრავიტაციული ტალღური ფონის აღმოჩენის შესახებ
გამოცხადდა დაბალი სიხშირის გრავიტაციული ტალღური ფონის აღმოჩენის შესახებ

2023 წლის 29 ივნისს, ჟურნალმა Astrophys. J. Lett., გამოაქვეყნა NANOGrav კოლაბორაციის სტატია, სადაც ასტრონომები აცხადებენ, რომ პირველად აღმოაჩინეს სამყაროში დაბალი სიხშირის გრავიტაციული ტალღების ხმაურის არსებობის საიმედო ნიშნები. ამისათვის მათ გააანალიზეს ირმის ნახტომის 67 რადიო პულსარზე 15 წლის დაკვირვების მონაცემები.

მრუდე დრო-სივრცე კვანტურ სიმულატორში
მრუდე დრო-სივრცე კვანტურ სიმულატორში

ჟურნალმა Proceedings of the National Academy of Sciences, 2023 წლის მაისის ნომერში გამოაქვეყნა სტატია, რომლის თანახმადაც, ვენის ტექნიკური უნივერსიტეტში მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფმა შეძლო სიმულატორის დახმარებით შეექმნა კვანტური სისტემა, რომელშიც გრავიტაციული ლინზირების ანალოგიური ეფექტის დაკვირვებაა შესაძლებელი.

ჰიგსის ბოზონი და მისი კავშირი ფარულ სექტორთან
ჰიგსის ბოზონი და მისი კავშირი ფარულ სექტორთან

2023 წლის მარტის ნომერში ჟურნალმა Journal of High Energy Physics გამოაქვეყნა პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის მკვლევრების სტატია, სადაც შესწავლილია შესაძლებლობა, რომ მომავლის ლეპტონურ მულტი-ტევ ენერგიების კოლაიდერზე მოხდება ე. წ. ფარულის სექტორის ნაწილაკების დამზერა.

პირველად გაკეთდა მარსზე სეისმური ტალღების შედარებითი ანალიზი
პირველად გაკეთდა მარსზე სეისმური ტალღების შედარებითი ანალიზი

ჟურნალმა Proceedings of the National Academy of Sciences აპრილის ნომერში გამოაქვეყნა მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფის სტატია, სადაც მოყვანილია მარსის ბირთვის ახალი მოდელი, რომელიც მიღებულია InSight (NASA) მისიის სეისმოგრაფის მონაცემების ანალიზით. ახალი მოდელის თანახმად, მარსის თხევადი ბირთვი შედგება გამდნარი რკინისგან, დიდი რაოდენობის გოგირდისგან და მცირე რაოდენობით, ჟანგბადისგან, ნახშირბადისა და წყალბადისგან.

გარღვევა თერმოდინამიკის პირველი კანონის შეზღუდვაში
გარღვევა თერმოდინამიკის პირველი კანონის შეზღუდვაში

2023 წლის 22 თებერვალს, ჟურნალმა Physical Review Letters გამოაქვეყნა დასავლეთ ვირჯინიის უნივერსიტეტის ფიზიკოსების სტატია, სადაც მიღწეულია გარღვევა თერმოდინამიკის პირველი კანონის გამოყენების შეზღუდვაში, მოცემულია ამ კანონის გამოყენების მოდელი არაწონასწორული პლაზმისთვის.

ჰოკინგის გამოსხივების კვანტური გრავიტაციული შესწორებები
ჰოკინგის გამოსხივების კვანტური გრავიტაციული შესწორებები

6 მარტს ჟურნალში Physics Letters B გამოქვეყნდა ბრიტანელი და ამერიკელი ფიზიკოს-თეორეტიკოსების სტატია, სადაც შემოთავაზებულია ახალი იდეა თუ როგორ გადაიჭრას ჰოკინგის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პარადოქსი შავი ხვრელების მიერ ინფორმაციის წაშლის შესახებ. მათი კვლევის თანახმად, ინფორმაცია შავ ხვრელში მოხვედრილი მატერიის შესახებ შეიძლება იმალებოდეს შავი ხვრელების ირგვლივ არსებულ გამოსხივებაში (რომელიც ცნობილია როგორც "კვანტური თმა") და პრინციპში შეიძლება წაკითხული იქნას.