შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 4

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 289
ბოლო წევრი: Davit tsurtsumia

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

დადგინდა ირმის ნახტომის უძველესი სამშენებლო ბლოკები
დადგინდა ირმის ნახტომის უძველესი სამშენებლო ბლოკები

ცნობილია რომ, თავის განვითარების ადრეულ ეტაპებზე ირმის ნახტომი იზრდებოდა მცირე გალაქტიკების შერწყმის შედეგად. 2024 წლის 21 მარტს ჟურნალმა The Astrophysical Journal გამოაქვეყნა მაქს პლანკის ასტრონომიის ინსტიტუტის (ჰაიდელბერგი) მეცნიერების სტატია, რომელშიც გამოცხადებულია ჩვენი გალაქტიკის შესაძლო ორი უძველესი სამშენებლო ბლოკის (Shiva და Shakti) აღმოჩენის შესახებ, რომლებიც ირმის ნახტომს 12-13 მილიონი წლის წინ შეერწყნენ.

როცა გალაქტიკები ერთიანდებიან ერთდროულად რამდენიმე პროცესი მიმდინარეობს. შეჯახებისას გალაქტიკების წყალბადის ღრუბლები არასტაბილური ხდებიან, რაც იწვევს უამრავი ახალი ვარსკლავის დაბადებას. გარდა ამისა ხდება დაჯახებამდე არსებული ვარსკლავების შერევა. შერწყმის შემდეგ ზოგადად რთულია იმის დადგენა, თუ რომელი ვარსკლავი რომელი პროტო-გალაქტიკას ეკუთვნოდა. მაგრამ არსებობს ვარსკლავების წარსულის დადგენის რამდენიმე გზა.

ვარსკლავების უმეტესობა თავიანთი მშობელი გალაქტიკის სიჩქარისა და მიმართულებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ თვისებას ინარჩუნებს. თითოეული გალაქტიკის ვარსკლავებს გააჩნიათ ენერგიისა და კუთხური მომენტის მსგავსი მნიშვნელობები, რომლებიც გრავიტაციულ ველში მოძრაობისას ინახება. შეიძლება გამოვყოთ ვარსკლავების ჯგუფები თითქმის ტოლი ენერგიით და მომენტით, რაც მიუთითებს შერწყმის კვალზე.

დამატებითი მინიშნება შეიძლება მივიღოთ ვარსკვლავების „მეტალურობის“ ანალიზით. უფრო ახალგაზრდა ვარსკლავები მეტ მძიმე ელემენტებს შეიცავენ, ვიდრე ძველ ვარსკლავები. ამიტომ, შერწყმამდე არსებულ ვარსკლავების განსაზღვრისათვის, ეძებენ დაბალი მეტალურობის ვარსკლავებს.

ასეთი კვლევების ჩატარებისთვის საჭირო იყო მონაცემთა დიდი რაოდენობა და მათი ანალიზი. მკვლევარებმა ამისათვის გამოიყენეს კოსმოსური ობსერვატორია Gaia-ს (ESA) მონაცემები, რომელიც კოსმოსში 2013 წელს გაუშვეს და უკვე ჩვენ გალაქტიკის 1.5 მილიარდამდე ვარსკლავი შეისწავლა. Gaia-ს მეშვეობით დადგინდა პროტო-ირმის ნახტომის შემქმნელი, ძველი ვარსკლავების პოპულაცია, რომელიც დღესაც ჩვენი გალაქტიკის ცენტრში არსებობენ.

Gaia-ს მონაცემებს მეცნიერებმა დაამატეს SDSS (ცის სლოანისეული ციფრული დამზერა) პროექტის ბაზა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ვარსკლავების სპექტრებსა და ქიმიური შედგენილობაზე.

ამ მონაცემების ანალიზით მეცნიერებმა გამოყვეს ვარსკვლავების ორი სტრუქტურა, რომელთაც უწოდეს შივა და შაქტი (Shiva და Shakti). შივა ინდუიზმის ერთ-ერთი მთავარი ღვთაებაა, ხოლო შაქტი კოსმოსური ქალი-ძალაა, რომელიც ხშირად შივას მეუღლედ არის მოხსენიებული.

ვარსკვლავების ამ ჯგუფების ენერგიის და კუთხური მიმენტის მნიშვნელობები, პლუს მათი საერთო დაბალი მეტალურობა, რომელიც შეესაბამება ირმის ნახტომის ძველი ბირთვის მეტალურობას, აქცევს შაკტის და შივას ჩვენი გალაქტიკის ერთ-ერთი ადრეული წინაპრის კარგ კანდიდატებად.

რამდენიმე მიმდინარე და დაგეგმილი კვლევა გვპირდება დამატებით მონაცემებს, როგორც დააზუსტებს ვარსკვლავების სპექტრებს (SDSS-V, 4MOST) და მდებარეობებს (LSST/Rubin Observatory). ეს ასტრონომებს საშუალებას მისცემს მიიღონ გადაწყვეტილება. არიან თუ არა შაკტი და შივა ჩვენი გალაქტიკის ადრეული ისტორიის ნაწილები.

წყარო:
https://www.scien...155515.htm
https://timesofin...706900.cms

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.