შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 2

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 289
ბოლო წევრი: Davit tsurtsumia

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

Curiosity-მ მარსზე წყლის არსებობის ახალ მინიშნებებს მიაგნო
Curiosity-მ მარსზე წყლის არსებობის ახალ მინიშნებებს მიაგნო

NASA-ს მარსმავალმა Curiosity დაიწყო წითელი პლანეტის ახალი რეგიონის შესწავლა. მკვლევარებს აინტერესებთ თუ როდის გაქრა თხევადი წყალი მარსის ზედაპირიდან. მილიარდობით წლის წინ კლიმატი მარსზე გაცილებით ნოტიო და ალბათ თბილი იყო ვიდრე დღეს არის. Curiosity ამჟამად კვეთს გედიზის ხეობას (Gediz Vallis), რომელიც კოსმოსიდან ჩანს როგორ უძველესი მდინარის მიერ გამოკვეთილი კალაპოტი.

მეცნიერები ეძებენ მტკიცებულებებს, რომლებიც დაადასტურებენ, რომ ეს არხი კლდეში წყალმა გაჭრა. ხეობის ნაპირები საკმაოდ ციცაბოა და არ გავს ქარის მიერ შექმნის სტრუქტურას. მაშინ როცა ძლიერ ნაკადებს (მეწყერი) ან მდინარეს, შეიძლება ჰქონოდა საკმარისი ენერგია კლდეების დასაშლელად. ხეობის ჩამოყალიბების შემდეგ იგი ლოდებითა და სხვა ნამსხვრევებით აივსო. მეცნიერებს სურთ გაარკვიონ, ეს ქანები მოტანილია ნალექების მიერ თუ მშრალი ზვავებით.

2014 წლიდან Curiosity ადის შარპის მთის (Mount Sharp) ფერდობზე, რომელიც მდებარეობს გალის კრატერიდან (Gale Crater) 5 კილომეტრის სიმაღლეზე. მთის ამ ნაწილში ნიადაგის ფენები მილიონობით წლის განმავლობაში ყალიბდებოდა მარსის ცვალებადი კლიმატის ფონზე, რაც მეცნიერებს საშუალებას აძლევს შეისწავლონ, თუ როგორ იცვლებოდა მარსზე წყლისა და სიცოცხლისთვის საჭირო ქიმიური ინგრედიენტების რაოდენობა დროთა განმავლობაში.

ხეობის სრულად შესწავლას თვეები დასჭირდება. ფერდობის ქვედა ნაწილი შეიცავდა თიხის მინერალებით მდიდარ ფენას, სადაც ოდესღაც ბევრი წყალი ურთიერთქმედებდა კლდოვან ზედაპირთან. მეცნიერების აზრით, დღეისთვის ხილული ფენები შეიქმნა მას შემდეგ რაც ქარისა და წყლის მოტანილი ქანების ეროზია მოხდა. მხოლოდ ამ ხანგრძლივი პროცესების და ძალიან მშრალი პერიოდების შემდეგ, როდესაც შარფის მთის ფერდობი ქვიშიან უდაბნოდ იქცა, შესაძლებელი იქნებოდა გედიზის ხეობის გაჭრა. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ლოდები და სხვა ნამსხვრევები, რომლებმაც შემდგომში შეავსეს არხი, მთის წვერიდან ჩამოიშალა, სადაც Curiosity ვერასოდეს ავა. ეს იძლევა მინიშნებებს, თუ რა სახის ქანები შეიძლება იყოს მთის წვერზე. ახლა როვერი მოძრაობს სულფატებით გამდიდრებულ ფენებზე - მარილიანი მინერალები, რომლებიც ხშირად წარმოიქმნება წყლის აორთქლებისას.

Curiosity-მ გადაიღო ხეობის 360 გრადუსიანი შავ-თეთრი პანორამა თავისი მარცხენა სანავიგაციო კამერით. ფოტო გადაღებულია 2024 წლის 3 თებერვალს (მისიის 4,086-ე დღეს), სურათზე ჩანს მუქი ქვიშა, რომელიც ავსებს ხეობის ერთ მხარეს და ქვიშიდან ამოწვერილ ლოდებს.

ეს დაკვირვებები შეიძლება აღმოჩნდეს ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი აღმოჩენა, რომელიც Curiosity-მ გააკეთა შარპის მთაზე ასვლისას: წყალი თითქოს ეტაპობრივად მოედინებოდა, ვიდრე თანდათან გაქრებოდა პლანეტის გამოშრობასთან ერთად. ეს ციკლები კარგად ჩანს ტალახის ბზარების და მცირე სიღრმის მარილიანი ტბების ნაშთების არსებობიდან და გედიზის ხეობის ფსკერზე ლოდებით სავსე დინებების კვალიდან.

წყარო:
https://www.nasa....ent-water/

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.