შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 2

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 289
ბოლო წევრი: Davit tsurtsumia

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

ESA-მ დამტკიცა LISA-ს კომპონენტების აგების გეგმა
ESA-მ დამტკიცა LISA-ს კომპონენტების აგების გეგმა

გრავიტაციული ტალღების კოსმოსური ობსერვატორიის პროექტი LISA შემუშავებულია ESA და NASA-ს მიერ. ის წარმოადგენს კოსმოსურ ლაზერულ ინტერფერომეტრს, რომელიც შედგება სამი სატელიტისგან, რომლებმაც კოსმოსში უნდა შექმნან ტოლგვერდა სამკუთხედი 1,5 მილიონი კილომეტრის სიგრძის გვერდებით. LISA-ს მოქმედების პრინციპი სახმელეთო გრავიტაციული ტალღების ობსერვატორიების LIGO-სა და Virgo-ს მსგავსია, მაგრამ ის მგრძნობიარე იქნება გაცილებით დაბალი სიხშირის ტალღების მიმართ - მოქმედების დიაპაზონი 0,1 მილი-ჰერციდან 1 ჰერცამდე. გარდა ამისა, სამკუთხა დიზაინი, დედამიწაზე განთავსებულ ობსერვატორიებში გამოყენებული L-ფორმის ნაცვლად, საშუალებას გვაძლევს შევისწავლოთ გრავიტაციული ტალღების მეტი თვისება. აქტიურ მასებად LISA-ში გამოყენებული იქნება ოქროსა და პლატინის ორი ორ კილოგრამიანი კუბი. მცირე ზომის ექსპერიმენტი ასეთი კუბების გამოყენებით უკვე წარმატებით ჩატარდა კოსმოსში 2015-2017 წლებში LISA Pathfinder-ის მისიის ფარგლებში.

2024 წლის 25 იანვარს ESA სამეცნიერო პროგრამის კომიტეტმა დაასრულა პროექტის ანალიზი, დაადასტურა, რომ იგი ვარგისია შემდგომ ეტაპზე გადასვლისთვის და დაამტკიცა სამეცნიერო ინსტრუმენტებისა და კოსმოსური ხომალდების მშენებლობის დაწყების გეგმა. 2025 წლისთვის შეირჩევიან კონკრეტული კონტრაქტორები ევროპაში, ხოლო NASA პროექტს მიაწვდის ლაზერებს, ტელესკოპებს ლაზერული სხივების მისაღებად და ულტრაიისფერი სინათლის წყაროებს.

მოსალოდნელია, რომ LISA-ს მისიის სამი სატელიტი კოსმოსში Ariane 6 მძიმე რაკეტის გამოყენებით 2035 წელს იქნება გაშვებული. სუპერმასიური შავი ხვრელების შერწყმის მოვლენების გარდა, LISA-ს სამიზნეები იქნება ნეიტრონული ვარსკვლავისა და თეთრი ჯუჯის, ან სხვა ტიპის ობიექტებისგან შემდგარი კომპაქტური ორმაგი სისტემები ჩვენს გალაქტიკაში.

წყარო:

https://www.esa.int/Science_Exploration/Space_Science/Capturing_the_ripples_of_spacetime_LISA_gets_go-ahead

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.