შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 2

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 289
ბოლო წევრი: Davit tsurtsumia

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

ცუდი და კარგი საახალწლო კოსმოსური სიახლეები
ცუდი და კარგი საახალწლო კოსმოსური სიახლეები

NASA-მ და Роскосмос-მა 2025 წლამდე განაახლეს შეთანხმება საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ერთობლივი ფრენების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს თავიანთ კოსმოსურ ხომალდებზე პარტნიორებისთვის ადგილების გამოყოფას. პროგრამა დაიწყო 1990-იან წლებში და დასრულდა 2011 წელს, თუმცა განახლდა 2022 წლის ივლისში. ამ პროგრამის ფარგლებში აქამდე განხორციელდა 5 ერთობლივი ფრენა. მორიგი მისია დაგეგმილია 2024 წლის მარტში, როცა ამერიკულ ხომალდ Crew Dragon-ის ეკიპაჟის წევრი ერთი რუსი კოსმონავტიც იქნება.

9 იანვარს ჩინეთმა წარმატებით განახორციელა რენტგენული კოსმოსური ობსერვატორია Einstein Probe-ს დედამიწის ორბიტაზე გაყვანა. კოსმოსური ობსერვატორია აღჭურვილია 2 ტელესკოპით: მაღალი გარჩევადობის FXT (Follow-up X-ray Telescope) და ფართო ხედვის WXT (Wide-field X-ray telescope). WXT აგებულია ლობსტერის თვალის პრინციპზე (სხვადასხვა მიმართულებიდან მოსული სხივების ზედდება), შედგება 12 ცალკეული მოდულისგან, რაც განაპირობებს ფართო ხედვის არეს - 3600 გრადუს2. მისიაში მონაწილეობს ESA-ც, რომელიც მიიღებს წვდომას სამეცნიერო მონაცემების 10 %-თან.

კომპანია Astrobotic-ის მთვარის აპარატი Peregrine, რომელიც 8 იანვარს გაუშვეს კოსმოსში კანავერალის კონცხიდან რაკეტა Vulcan Centaur-ის საშუალებით, უნდა გამხდარიყო კერძო კომპანიის მიერ განხორციელებული პირველი მისია მთვარეზე და 1972 წელს Apollo 17-ის მისიის შემდეგ პირველი ამერიკული აპარატი რომელიც მთვარეზე დაეშვებოდა. თუმცა ძრავის პრობლემების გამო, რომელიც გამოიწვია საწვავის გაჟონვამ, აპარატმა ვერ მოახერხა მთვარის ორბიტაზე გასვლა. NASA-მ Astrobotic-ს 100 მილიონ დოლარზე მეტი გადაუხადა, რათა მათ ჩაეტანათ მთვარეზე სამეცნიერო აპარატურა Artemis-ის მისიების მოსამზადებლად. შესაბამისად NASA-მ გამოაცხადა მთვარის მისიების გადატანის შესახებ. რაკეტა Orion-ის მიერ Artemis 2-ის ოთხკაციანი ეკიპაჟის მთვარეზე დასმა 2024 წლის ნოემბრიდან გადატანილი იქნა 2025 წლის სექტემბრისთვის. 2026 წლის სექტემბრამდე გადაიწია კოსმონავტების მთვარის სამხრეთ პოლუსზე გადასხმის თარიღმა Artemis 3 მისიის ფარგლებში, ხოლო ასტრონავტების გაფრენა მთვარის ორბიტალურ სადგურ Gateway-ზე Artemis 4-ის ფარგლებში გადაიდო 2028 წლამდე.

წყარო:

https://phys.org/news/2024-01-bad-day-space-moon-mission.html

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.