შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 11

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

ეგზოპლანეტის მასის დადგენის ახალი მეთოდი
ეგზოპლანეტის მასის დადგენის ახალი მეთოდი

დღეს დღეისობით დადასტურებლია 900-ზე მეტი ეგზოპლანეტის არსებობა. იმისთვის რომ გავარკვიოთ გამოდგება თუ არა პლანეტა სიცოცხლისთვის, ერთ-ერთი რაც უნდა ვიცოდეთ არის მისი მასა. ეს საშუალებას მოგვცემს დავადგინოთ გაზურია პლანეტა თუ კლდოვანი. ამჟამად არსებული მასის დადგენის მეთოდებს აქვთ გარკვეული შეზრუდვები.

მასის შეფასებისთვის ყველაზე ხშირად გამოიყენება რადიალური სიჩქარეების მეთოდი. ვარსკვლავი და მისი პლანეტა ბრუნავენ საერთო მასათა ცენტრის გარშემო. ასეთ ბრუნვას ახასსიათებს ვარსკვლავის რყევები, რომლებიც დამზერადია ტელესკოპიდან. რყევის ამპლიტუტიდან გამომდინარე შეაძლებელია ვიმსჯელოთ ეგზოპლანეტის არსებობაზე და მის მასაზე. ეს მეთოდი ეფექტურია იმ შემთხვევაში თუ პლანეტის მასა დიდია, ან თუ ის ახლოსაა თავის ვარსკვლავთან.

მკვლევარებმა MIT-დან შემოგვთავაზეს პლანეტის მასის დადგენა ტრანზიტული მეთოდის და ფოტომეტრიული მონაცემების გამოყენებით, რომლებიც მიიღება ეგზოპლანეტის თავის ვარსკვლავსა და დამკვირვებელს შორის გავლისას. ეს მონაცემები როგორც წესი გამოიყენება პლანეტის ზომის, ატმოსფეროს არსებობისა და მისი შემადგენლობის დასადგენად, მაგრამ მეცნირებმა იპოვეს ამ მონაცემების მიხედვით პლანეტის მასის დადგენის გზაც.

მგრძნობიარე ხელსაწყოების საშუალებით, ისეთი როგორიც არის კოსმოსური ტელესკოპები Spitzer და Hubble, ასტრონომებს შეუძლიათ განსაზღვრონ პლანეტის ატმოსფეროს გამტარებლობის სპექტრი. გამოსხივების ტალღის სიგრძის შესწავლისას, რომელზეც მრავალი ფაქტორის გარდა მოქმედებს პლანეტის ატმოსფეროს თვისებები, მეცნიერებს შეუძლიათ განსაზღვრონ მისი სიმკვრივე, ტემპერატურა და ატმოსფერული წნევა. ამ მონაცემებზე დაყრდნობით მათ შეუძლიათ მიზიდულობის ძალის გამოთვლა და შესაბამისათ შეუძლიათ შეაფასონ პლანეტის მასაც.

მეთოდი გამოცდილი იქნა ახლახან აღმოჩენილ პლანეტაზე 189733b, რომელიც მდებარეობს ჩვენგან 63 სინათლის წლიწადის დაშორებით. ახალი მეთოდით შეფასებული მასა ემთხვეოდა რადიალური სიჩქარეების მეთოდით დათვლილ მასას.

წყარო

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.