შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 2

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

პაციენტს პირველად გადაუნერგეს ბიო-მექანიკური გული
პაციენტს პირველად გადაუნერგეს ბიო-მექანიკური გული

ფრანგმა ქირურგებმა პაციენტს წარმატებით გადაუნერგეს მექნიკურ-ბიოლოგიური გული - Carmat. კომპანია EADS-ის მიერ შექმნილი ახალი გული არის საკმაოდ რთულ მექანიზმი, რომელიც წარმოადგენს მექანიკურ კომპონენტებსა და ცხოველური გულის ქსოვილების ერთობლიობას. რისი მეშვეობითაც მისი მოხმარება შესაძლებელია ხუთი წლის განმავლობაში. აქამდე არსებულ ''ძრავები'' შედგებოდნენ სხვადა სახის მექანუკური ტუმბოებისგან. მათი მოხმარება კი მხოლოდ მცირე დროითაა შესაძლებელი. გარდა ამისა, წნევის მკვეთრი ცვლილება და ტუმბოს პლასტმასის მოძრავი ნაწილები აზიანებს სისხლის უჯრედებს, შედეგად თრომბები წარმოიქმნება.

ახალ გულის, Carmat-ს, კუმშვადი კამერები იმართება ჰიდრავლიკურად, მათი შიდა ზედაპირი კი დამზადებულია ბუნებრივი წარმოშობის გულის კუნთით. კამარების მუშაობის პრინციპი პრაქტიკულად არ განსხვავდება ჩვეულებრივი გული კამერების საქმიანობისგან, რაც ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას.

ახალ ხელოვნურ გულსაც აქვს ნაკლოვანებებიც. პირველ რიგში, ესაა მისი მასა, რაც 900 გრამამდეა. ეს თითქმის სამჯერ აღემატება ჩვეულებრივი გულის მასას და მნიშვნელოვნად შეიზღუდავს პაციენტის მოძრაობას. გარდა ამისა, Carmat-ის შეძენის შესაძლებლობა ყველას არ ექნება, რადგან მისი ფასი დღეისათვის 200,000 ამერიკულ დოლარს აჭარბებს.

Carmat-ის პირველი იღბლიანი მფლობელი კმაყოფილია მეცნიერთა უახლესი მიღწევით და ოპერაციის შემდეგ თავს მშვენივრად გრძნობს. მას ახლა მუდმივად აკვირდებიან ექიმთა და მეცნიერთა ჯგუფები. სამომავლოდ კომპანია EADS აპირებს გააუმჯობესოს თავისი ნახელავი. გაუმჯობესებაში იგულისხმება პროდუქტის მოხმარების ვადის გაზრდა და მის მასის და ფასის შემცირება.


წყარო: http://www.dailyt...erdce.html

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.