რენდგენის სხივების ფოკუსირების მაღალი ხარისხის მიღწევა აქამდე მხოლოდ დიდი ზომის მძლავრი ელექტრონული სინქროტრონებით ხერხდებოდა, მაგრამ დანადგრის ზომები სტადიონის ზომებს აღწევდა. ნებრასკოში კი მეცნიერებმა შეძლეს ეს ყველაფერი ერთი ოთახის ზომებამდე დაეყვანათ.
პროექტის მთავარი იდეა იყო სინქოტრონების ნაცვლად ლაზერების გამოყენება. მათ დანადგარში ლაზერის მძლავრ იმპულსები იყოფა ორ სხივად. ერთ-ერთი სხივი მიმართულია ჰელიუმით სავსე კამერისკენ, სადაც ელექტრონები იწყებენ ოსცილაცის და წარმოიშვება პლაზმა, მძლავრი მაგნიტური ველი კი უზრუნველყოფს მაღალენერგეტიკული ელექტრონების ნაკადის ფოკუსირებას. მსგავსი მეთოდით ელექტრონების ნაკადის მიღების ტექნოლოგია შედარებით ახალია, მას კილვატერული აჩქარება ჰქვია.
ლაზერის მეორე სხივს სარკეების დახმარებთ მიმართავენ ელექტრონების ნაკადის საპირისპიროდ. ზუსტი ოპტიკა უზრუნველყოფს ელექტრონებისა და ლეზერის სხივის ფოკუსირებას და ერთმანეთთან შეჯახებას, რაც გრძელდება რამოდენიმე მეათასედი წამის განმავლობაში. ამ პროცესისას ხდება მაღალენერგეტიკული მეორადი ფოტონების, რენტგენის სხივების გამოსხივება. მიღებული ხისტი გამოსხივება კრგად ფოკუსირებული გამოდის.
აღნიშნულ შედარებით კომპაქტურ დანადგარს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, რადგან რენტგენის ფოკუსირებულ სხივებს ფართოდ გამოიყენება აქვთ როგორც სამეცნიერო ისე საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის. კვლევამ უკვე გამოიწვია ბიოლოგების და მედიკოსების დიდი დაინტერესება, ვინაიდან ვიწრო და მაღალენერგეტიკული რენტგენული გამოსხივება იდელურად გამოდგება უჯრედული სტრუქტურების და მოლეკულების შესასწავლად. რადიოლოგიური კვლევისას ახალი მეთოდის გამოყენება საგრძნობლად შეამცირებს პაციენტის მიერ მიღებულ დასხივების დოზებს.
წყაროები:
http://www.wissen...89364.html http://www.unl.ed...
http://www.wissen...89417.html