ტინდალის ნაციონალური ინსტიტუტის (ირლანდია) მკვლევარები რენტგენის სხივის ლაზერით იკვლევენ, თუ როგორ აღიძვრება მოლეკულების რხევა ინტენსიური სინათლის იმპულსების ზემოქმდებით. რენტგენის ლაზერი ქმნის ისეთ მოკლე იმპულსებს, რომ შუძლია დააფიქსიროს მოძრავი ატომები წამის მემილიარდედის მილიარდ ნაწილში. ეს მეცნიერებს აძლევს საშუალებას, რომ გაიგონ, თუ როგორ ზემოქმედებს ინდივიდუალურ ატომებზე სინათლის შთანთქმა. ეს პირველი შემთხევევაა, როცა მეცნიერები ასე დეტალურად უყურებენ მატერიას.
კვლევის შედეგებმა შეიძლება მიგვიყვანოს ოპტიკური-ბოჭკოვან კაბელებში მონაცემთა გადაცემის სისწრაფისა და ინტენსივობის გაზრდამდე. აგრეთვე დაგვეხმარება, რომ გავიგოთ თუ როგორ მუშაობს ფოტოსინთეზი ატომურ დონეზე, რომლის პრინციპებზეც შესაძლოა გავზარდოთ ენერგომომარაგება.
წყარო:
http://www.scienc...143311.htm