ბოლო წლებში გაჩნდა ვარაუდი, რომ სიცოცხლე დედამიწაზე შესაძლოა ჩაისახა არა მის ზედაპირზე არამედ მიწის ქვეშ.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს მიკრობები, რომლებიც დედამიწის წიაღში ცხოვრობდნენ მილიარდობით წლების განმავლობაში და გენეტიკურად სხვა დედამიწის არსებების მსგავსნი არიან, მიუხედავად იმისა, რომ იზოლირებულად ვითარდებოდნენ და სხვადასხვა კონტინენტებზე იმყოფებოდნენ. მიჩიგანის უნივერსიტეტის (აშშ) მკვლევარებმა ეს მიკრობები იპოვნეს ჩრდილოეთ ამერიკის და ევროპის ქვეშ, კლდოვან ქანებში დიდ სიღრმეზე. ეს ნიმუშები წააგავს პრინსტონის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ იოჰანესბურგთან (სამხრეთ არიკა) მდებარე მაღაროებში ადრე ნაპოვნ ნიმუშებს. ეს მიუთითებს, რომ მიკრობები წარმოიშვნენ საერთო წინაპრისგან, რომელიც ცხოვრობდა დედამიწაზე სიცოცხლის ჩასახვის პერიოდში. გაურკვეველია, თუ როგორ გავრცელდნენ ერთმანეთის მსგავსი მიკრობები ისეთ დიდ არეალზე, რომელიც მოიცვეს სამხრეთ აფრიკას, ჩრდილოეთ ამერიკას და იაპონიას.
ნაპოვნი მიკრობები ენერგიას იღებდნენ არა მზისგან, არამედ წყალბადიდან და მეთანიდან, რომელიც იქმნება ზოგიერთი ტიპის კლდეში გარკვეულ ტემპერატურას და წნევაზე.
ახალი აღმოჩენა ამყარებს თეორიას, რომ 3.8 მილიარდი წლის წინ სიცოცხლე ჩაისახა ტბებსა ან ოკეანეებში ატმოსფერული ქიმიური ნაერთებისა და რაღაცა ფორმის ენერგიის შერწყმით. ამ რეაქციების შედეგად წამოიქმნა ამინომჟავები, ცილების ძირითადი შემადგენელი, რომელიც შემდეგ განვითარდა და წარმოქმნა პირველი არსებები დედამიწაზე.
ამ თეორიის პრობლემა არის ის, რომ იმ პერიოდისთვის დედამიწის ზედაპირი განიცდიდა ულტრაიისფერი სხივების ძლიერ ზემოქმდებას, რომელიც შლიდა რთულ ბიოლოგიურ მოლეკულებს. მეცნიერებს სჯერათ, რომ ახლად აღმოჩენილ მიკრობობებს ჰქონდათ თავდაცვის რაღაც საშუალება ამ გამოსხივების მიმართ, რადგან ისინი ცხოვრობენ 120 C ტემპერატურის პირობებში და წნევის ქვეშ, რომელიც 5-ჯერ აღემატება წნევას დედამიწის ზედაპირზე.
http://www.dailym...s-ago.html