შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 7

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

შესაძლოა ბნელი მატერია დააფიქსირონ
შესაძლოა ბნელი მატერია დააფიქსირონ

ეგრეთ წოდებული ფარული მატერია წარმოადგენს ჩვენი დროის ერთ-ერთ უდიდეს საიდუმლოს, უხილავი ნივთიერება ითვლება ჩვენი სამყაროს მატერიის 5/6-ის შემადგენელ ნაწილად. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ფარული მატერია შედგება ახალი ტიპის ნაწილაკებისგან, რომლებიც თითქმის ვერ გრძნობენ ჩვენთვის ცნობილ ფუნდამენტურ ძალებს, გარდა გრავიტაციისა. ამგვარად ფარული მატერიის აღმოჩენა მხოლოდ გრავიტაციული მიზიდულობის ძალით არის შესაძლებელი.

ამჟამად მიწისქვეშა ლაბორატორიებში მიმდინარეობს მთელი რიგი ექსპერიმენტებისა მასიური სენსორების გამოყენებით, მეცნიერები ცდილობენ დააფიქსირონ ფარული მატერიის ჩვეულებრივ ნაწილაკებთან შეჯახებების სუსტი სიგნალი, ჯერ-ჯერობით ასეთი სიგნალი ნაპოვნი არ არის. თეორიტიკოსი კრისტიან ბეკი (ქუინ მერის უნივერსიტეტი, ინგლისი) გვთავაზობს უფრო მცირე ზომის დეტექტორებით ვეძებოთ ფარული მატერიის ნაწილაკების ერთ-ერთი კანდიდატი - აქსიონი. თეორეტიკოსების ვარაუდით აქსიონები კონდენსირდება სუპერსიმეტრიული ნაწილაკების დაბადებისას.

ბეკი აპირებს შექმნას ისეთი ხელსაწყორო მელიც დააფიქსირებსა ქსიონების მოძრაობას. ხელსაწყოს ძირითადი კომპონენტია ორი ერთმანეთისგან გამოყოფილი მეტალის თხელი ზეგამტარი ფენა. ბეკი თვლის, რომ ამ მოწყობილობაში გავლისასა ქსიონებმა შეიძლება დატოვონ კვალი ელექტრული სიგნალის სახით. ასეთი სიგნალების არსებობის მინიშნებები უკვე არსებობს. ერთ-ერთ ექსპერიმენტში 2004 წელს, როდესაც იკვლევდნენ ხმაურის დონეს S/N/S ჯოზეფსონის გადასვლებში, დაფიქსირდა ამოუცნობი სიგნალი. თუ ეს სიგნალი აქსიონებიდან მოდის მაშინ ბეკის გამოთვლებით ამ ნაწილაკების მასა ოთხ მილიარდჯერ მცირეა ელექტრონის მასაზე.

იმისთვის, რომ დავადასტუროთ ან უარვყოთ იდეა, რომ 2004 წელს მიღებული სიგნალები აქსიონებმა გამოიწვიეს, საჭიროა ახალი ექსპერიმენტი, რომლის ჩატარებასაც ბეკი უახლოეს მომავალში გეგმავს.

http://www.space.com/23879-dark-matter-detection-discovery.html

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.