2008 წელს გაშვების დღიდან, პეკინის ელექტრო-პოზიტრონულ კოლაიდერთან არსებულმა BESIII (პეკინის სპექტრომეტრი III) კოლაბორაციამ დააფიქსირა ერთ-ერთი ყველაზე არასტაბილური J/ψ ნაწილაკების წარმოქმნის 10 მილიარდზე მეტი შემთხვევა. სხვა მეორად ნაწილაკებთან ერთად, ამ დაშლებში მკვლევარებმა გამოავლინეს X(2370) რეზონანსები და შეისწავლეს მათი მახასიათებლები. შედეგად, მეცნიერებმა დაადასტურეს ამ რეზონანსის არსებობა 11.7-ზე მეტი სტანდარტული გადახრების სტატისტიკური მნიშვნელობით. გარდა ამისა, ფიზიკოსებმა უფრო ზუსტად დაადგინეს მისი მასა, რომელიც აღმოჩნდა დაახლოებით 2.4 GeV და ასევე პირველად დაადგინეს ნაწილაკების სპინური ლუწობა, რომელიც 0-+-ს ტოლი აღმოჩნდა. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ეს მახასიათებლები კარგად შეესაბამება თეორიულ პროგნოზებს ყველაზე მსუბუქი ფსევდო-სკალარული გლუბოლის შესახებ. კვლევის შედეგები 2024 წლის 2 მაისს გამოაქვეყნა ჟურნალმა Physical Review Letters.
ნაწილაკების სტანდარტული მოდელის მიერ პროგნოზირებულ მრავალ ნაწილაკს შორის ზოგიერთი ჯერ კიდევ არ არის დადასტურებული. მათ შორისაა გლუბოლები (წებოვანი ბურთები) - ჰიპოთეტური ნაწილაკები, რომლებიც მთლიანად შედგება ძლიერი ურთიერთების გადამტანი გლუონებისგან. თეორიულად, ასეთი ნაწილაკი შეიძლება არსებობდეს, რადგან გლუონები ატარებენ ფერად მუხტს და შეუძლიათ ერთმანეთის მიზიდვა.
გლუბოლების გამოვლენა და შესწავლა საკმაოდ რთულია, რადგან მოსალოდნელია, რომ ასეთი მდგომარეობები სწრაფად უნდა დაიშალოს უფრო სტაბილურ ნაწილაკებად. გარდა ამისა, მათ შეუძლიათ შეერიონ ჩვეულებრივ მეზონებს, რაც ართულებს გლუბოლების აღმოჩენას.
BESIII კოლაბორაციის იმედისმომცემი შედეგების მიუხედავად, შესაძლოა X(2370) რეზონანსი არ წარმოადგენს გლუბოლს და შეესაბამება სხვა ეგზოტიკურ მდგომარეობას, როგორიცაა ტეტრაკვარკი (4 კვარკისგან შემდგარი სისტემა).
წყარო:
https://phys.org/news/2024-05-evidence-glueballs-beijing-spectrometer-iii.html