შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 1

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

პირველად გაკეთდა მარსზე სეისმური ტალღების შედარებითი ანალიზი
პირველად გაკეთდა მარსზე სეისმური ტალღების შედარებითი ანალიზი

ირველად გაკეთდა მარსზე სეისმური ტალღების შედარებითი ანალიზი, რათა დაედგინათ წითელი პლანეტის ბირთვის შემადგენლობა, რაც მკვლევარებს მისცემდათ საშუალებას გაეცათ პასუხი კითხვაზე: რატომაა დედამიწა სიცოცხლისთვის თავსებადი, ხოლო მარსი არა. ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences აპრილის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში, მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფი გვთავაზობს მარსის ბირთვის ახალ მოდელს, რომელიც ეყრდნობა InSight (NASA) მისიის სეისმოგრაფის მონაცემების ანალიზს. InSight-ის ფართოზოლოვანმა სეისმომეტრმა, რომელიც მარსის ზედაპირზე ფუნქციონირებდა 2018 წლიდან 2022 წლის დეკემბრამდე, მრავალი სეისმური მოვლენა დაფიქსირა. დღეისათვის მხოლოდ ორი ისეთი მოვლენაა იდენტიფიცირებული, რომლებიც მოხდა მარსის მოპირდაპირე ნახევარსფეროში InSight-ს დაშვების წერტილის მიმართ (მოვლენები S0976a და S1000a) და რომელთა სეისმურმა ტალღებმა განჭოლეს მარსის ბირთვი და მანტია. პირველი მოვლენა იყო ე. წ. მარსძვრა, მეორე კი მარსის ზედაპირზე კოსმოსიდან მოსული მასიური ობიექტის დაცემის შედეგად წარმოქმნილი სეისმური ტალღები.

მეცნიერებმა შეადარეს დროები რომელიც ესაჭიროებოდა სეისმურ ტალღებს მარსის ბირთვის და მანტიას გასავლელად. ამ მონაცემების კომბინირებით სხვა სეისმურ და გეოფიზიკურ გაზომვებთან, დადგინდა, რომ მარსს სავარაუდოდ აქვს მთლიანად თხევადი ბირთვი, განსხვავებით დედამიწისგან, რომლის ბირთვს აქვს მყარი გარე ნაწილი, შიდა თხევადი კომპონენტებით. მკვლევარებმა ასევე შეძლეს შეეფასებინათ ბირთვის შემადგენელი მატერიის სიმკვრივე და შედგენილობა.

გაზომვები აჩვენებს, რომ მარსის თხევადი ბირთვი ოდნავ უფრო მკვრივი (6.2 – 6.3 გრ/სმ3) და პატარაა (რადიუსი 1,780 -1,810 კმ) ვიდრე ადრე ეგონათ. ანალიზის თანახმად, მარსის ბირთვის წონის მეხუთედი შედგება მსუბუქი ელემენტებისაგან (დაბალი ატომური რიცხვებით), როგორიცაა გოგირდი და ჟანგბადი, რაც მას დედამიწის ბირთვზე ნაკლებად მკვრივს ხდის. ეს ფაქტები მიუთითებს, რომ ორ მეზობელ პლანეტას განსხვავებული ფორმირების პირობები ჰქონდა.

ბირთვის შედგენილობის ცოდნა უმნიშვნელოვანესია იმის გასარკვევად, თუ როგორ ფორმირდებოდა და იცვლებოდა მარსი დროის მიხედვით, რამეთუ, ევოლუციის პროცესებზეა დამოკიდებული გაჩნდება თუ არა სიცოცხლისთვის თავსებადი პირობები პლანეტაზე.

წყარო:

https://www.space.com/mars-core-seismic-waves-life-insight-lander

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.