შესწავლილი ვარსკვლავი ირმის ნახტომში ჩამოყალიბდა 100,000 წლის წინ. მეცნიერებმა შეისწავლეს პროტო-ვარსკვლავის სტადიაში მყოფი ვარსკვლავის გარშემო მყოფ გაზსა და მტვერს შორის მიმდინარე რეაქციები. ელოდნენ, რომ ამ პროცესის დროს წარმოშობილი HCO+-ს მოლეკულების გაზი იქნებოდა ვარსკვლავთან ახლოს, მაგრამ ერთ-ერთ ვარსკვლავთან დაიმზირა მკვეთრი დაშორებული რგოლური სტრუქტურა. რაღაცამ მოაშორა HCO+-ს მოლეკულები ვარსკვლავს.
HCO+ მოლეკულის განსაკუთრებულობა არის ის, რომ იგი მგრძნობიარეა წყლის ორთქლის მიმართ - მცირე დოზით წყლის ორთქლიც კი საკმარისია, რათა გახსნას ეს მოლეკულები. ანუ HCO+-ზე დაკვირვება შესაძლებელია დაგვეხმაროს იმის დადგენაში, თუ რა ხდებოდა ვარსკვლავის ფორმირებისას.
თავდაპირველად პროტო-ვარსკვლავის გაზი და მტვერი ძალიან ცივია. ამიტომ წყლის მოლეკულები მტვრის ნაწილაკებზე მოხვედრისას იყინებიან. რადგან მოლეკულები უახლოვდებიან ერთმანეთს, ამიტომ ისინი შედიან რეაქციაში და ქმნიან უფრო რთულ ნაერთებს. შემდეგ პროტო-ვარსკვლავის გრავიტაცია იზიდავს გარშემო მყოფ გაზს და მტვერს, მატერია ხდება უფრო მკვრივი. ხახუნის შედეგად გრავიტაციის ენერგია გარდაიქმნება სითბდ, რომელიც ადნობს ყინულს და გარდაქმნის წყლის ორთქლად.
იმ არის მოცულობა სადაც HCO+ გაიხსნა წყლის ორთქლში საშუალებას გვაძლევს გამოვთვალოთ თუ რამდენად კაშკაშა იყო ახალგაზრდა ვარსკვლავი. ეს მოცულობა უფრო დიდი აღმოჩნდა ვიდრე ეს გამოდიოდა ვარსკვლავის ამჟამინდელი ნათობის გათვალისწინებით. შეფასებებმა აჩვენა, რომ გამოკვლეული ვარსკვლავი პროტო-ვარსკვლავის სტადიაში 100-ჯერ უფრო კაშკაშა იყო ვიდრე ახლა. ნათობის ეს ცვლილება მოხდა 100-1000 წელიწადის განმავლობაში, რაც ასტრონომიული თვალსაზრისით ძალიან მცირეა.
მთავარი კითხვა რომელიც ჩნდება არის: ყველა ვარსკვლავი გადის თუ არა მსგავს "აფეთქებებს" და თუ კი, რამდენად ხშირად?