ჩინეთი მესამე ქვეყანაა რომელმაც შეძლო უპილოტო მთვარემავალის გაშვება. ექვსბორბლიან მთვარემავალს სახელი, Yutu, ჩინურ ფოლკლორში მთვარის ღმერთის Chang'e-ს კომპანიონის მთვარის კურდღელის საპატივცემულოდ ეწოდა. დაშვების შემდეგ, დისტანციურად მართვადი Yutu გამოეყოფა დასაშვებ მოდულს, რომ გამოიკვლიოს მიმდებარე ტერიტორია. გარდა ამისა დაგეგმილია მთელი რიგი სხვა ექსპერიმენტების ჩატარება.
მთვარის ზონდმა სტარტი აიღო სიჩანის კოსმოდრომიდან (სიჩუანის სამხრეთ-დასავლეთ პროვინცია) რაკეტა-მატარებლის Long March-3B-ს საშუალებით.
თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის დასაშვები აპარატი 14 დეკემბერს მთვარეზე დაეშვება უზარმაზარი ვულკანის (Sinus Iridum) კრატერთან და 90 დღის განმავლობაში ჩაატარებს კვლევებს. მთვარემავალს შეუძლია გადალახოს 30 გრადუსიანი აღმართები და განავითაროს 200 მ/სთ სიჩქარე.
მთელი მისიის მანძილზე ზონდის მოგზაურობას გააკონტროლებს ასევე ESA, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს ჩინეთთან. სწორედ ESA მიიღებენ სიგნალებს მისიის დაწყებისთანავე და მისცემენ მთვარემავალს ბრძანებებს ჩინეთის კონტროლის ცენტრთან შეთანხმებით.
მისია წარმოადგენს უდიდეს ნაბიჯს ჩინეთის სამეცნიერო-კოსმოსურ პროგრამაში. მომავალში დასახულია მუდმივმოქმედი მთვარის ბაზის აშენება, რათა შემდგომში იგი გამოყენებული იქნება მარსის მისიაში, რომლის განხორციელებაც 15 წლის შემდეგაა დაგეგმილი.
წყარო:http://www.dailymail.co.uk/sciencetech/article-2516501/China-launches-Jade-Rabbit-probe-space-scout-locations-moon-base-day-used-mission-Mars.html