შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 6

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

შამპანურის ბოთლის გახსნა წარმოქმნის ზებგერით დარტყმით ტალღებს
შამპანურის ბოთლის გახსნა წარმოქმნის ზებგერით დარტყმით ტალღებს

ფრანგ და ინდოელ მკვლევრებს თუ დავუჯერებთ, შამპანიურის გახსნისას რაღაც უცნაური ხდება. სპეციალური კომპიუტერული პაკეტის გამოყენებით მათ მოახდინეს ბოთლის გახსნის დროს წარმოქმნილი დარტყმითი ტალღების განვითარების და დისიპაციის სიმულაციები, როდესაც პირველი მილი-წამების განმავლობაში ხდება ნახშირორჟანგის შემცველი ნაერთის გამოტყორცნა შამპანიურის ბოთლიდან.

2022 წლის 17 მაისს ჟურნალში Physics of Fluids გამოქვეყნებული ახალი კვლევა დაგვეხმარება მეტი ვიცოდეთ ზებგერითი ნაკადების რთულ თვისებებზე. შედეგები შეიძლება გამოყენებული იქნას სხვადასხვა სფეროში, ბალისტიკური რაკეტებიდან და ქარის ტურბინებიდან დაწყებული, ელექტრონიკის წარმოებით და წყალქვეშა მოწყობილობებით დამთავრებული. Სიმულაციები დაფუძნებული იყო 2019 წელს ჩატარებულ ექსპერიმენტებზე, რომლის დროსაც აკვირდებოდნენ დარტყმითი ტალღების ფორმირება ბოთლის გახსნისას.

როგორც სტატიის ერთ-ერთი თანაავტორი Robert Georges (რენის უნივერსიტეტი, საფრანგეთი) ამბობს - „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი სიმულაციები მკვლევრებს შესთავაზებს ახალ საინტერესო ინფორმაციას და მათ შეიძლება იფიქრონ ჩვეულებრივი შამპანურის ბოთლის მინი-ლაბორატორიად გამოყენებაზე“.

საწყის, ამოღების ფაზაში აირის ნარევი ნაწილობრივ იბლოკება კორპის მიერ, რაც ხელს უშლის მას ბგერის სიჩქარეს მიაღწიოს. მაგრამ, როდესაც გაზი გათავისუფლდება, აირის ნარევი რადიალურად იშლება ზებგერითი სიჩქარით და დააბალანსებს თავი წნევას ნორმალური და ტანგეციალური დარტყმითი ტალღების თანმიმდევრობით. შემდეგ ხდება ტალღების ზედდება, რაც წარმოქმნის სპეციალურ სტრუქტურებს, ე. წ. „დარტყმით ბრილიანტს“, რომელთა მაგვარი დაიკვირვება რაკეტების ძრავების გამონაბოლქვში. ბოთლის სიმეტრიულობის გამო, ზებგერითი სიჩქარით გაფართოებადი აირი გვირგვინის მსგავს ფორმას იღებს. საბოლოოდ კი წნევა მცირდება და ვეღარ უზრუნველყოფს ზებგერით სიჩქარეებს ბოთლის თავის კიდესთან.

„ჩვენმა კვლევამ გამოავლენა ნაკადის მოულოდნელი და მშვენიერი სტრუქტურები, რომლებიც ჩნდებიან შამპანურის ბოთლის ყოველი გახსნისას. ვინ იფიქრებდა, რომ ასეთი ჩვეული მოვლენის მიღმა ასეთი კომპლექსური და ესთეტიური ფენომენი იმალებოდა?” - ამატებს კვლევის კიდევ ერთი თანაავტორი Gérard Liger-Belair (რეიმს შამპან არდენის უნივერსიტეტი, საფრანგეთი).

მომავალში მკვლევარები გეგმავენ შეისწავლონ სხვა პარამეტრებიც, როგორიცაა ტემპერატურა, მოცულობა და ბოთლის დიამეტრი, ფიზიკურ-ქიმიურ პროცესებთან ერთად, რომლებიც თან ახლავს შამპანურის ბოთლის გახსნას. მაგალითად, მათ აინტერესებთ, თუ როგორ აისახება ზებგერით ნაკადებზე ყინულის ნაწილაკების წარმოქმნა, რაც გამოწვეულია აირის ბოთლიდან სწრაფი გამოსვლის გამო ტემპერატურის მკვეთრი ვარდნით.

წყარო:

https://phys.org/...sonic.html

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.