შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 5

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

სპეციალური კამერა, რომელსაც შეუძლია სტრუქტურების დანახვა ჰელიუმ-3-ში
სპეციალური კამერა, რომელსაც შეუძლია სტრუქტურების დანახვა ჰელიუმ-3-ში

ჰელიუმ-3 ფიზიკოსებში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს საინტერესო შინაგანი სტრუქტურის გამო. მისი ერთ-ერთი თვისება არის ის, რომ ძალიან დაბალ ტემპერატურებზე მას შეუძლია გადავიდეს ზეთხევად მდგომარეობაში. ფიზიკოსები იყენებენ სპეციალურ ზონდებს ჰელიუმ-3-ში სუსტი მაგნიტური ველების შესასწავლად. მათ ასევე აღმოაჩინეს, რომ შესაძლებელია ამ ზედენადი სითხის ზოგიერთი მახასიათებლის ‘მოსმენა’ სპეციალური მიკროფონების (რეზონატორების) გამოყენებით. ჟურნალში Physical Review B, 25 მაისს გამოქვეყნებულ სტატიაში ლანკასტერის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) ფიზიკოსები აღნიშნავენ, რომ მათ შეიმუშავეს მეთოდი ჰელიუმ-3-ში მიმდინარე პროცესების ვიზუალიზაციისთვის სპეციალური კამერების გამოყენებით.

ზეთხევადობის გაქრობის პროცესი ფერმიონულ სითხეებში ფუნდამენტური პროცესია. ამ დროს კუპერის წყვილები იხლიჩება თერმულ აგზნებებად, კვაზინაწილაკებად. მეცნიერები იყენებდნენ ამ კვაზინაწილაკებს როგორც „ფოტონებს“ ლოკალურად ზეთხევადობის გაქრობაზე დასაკვირვებლად მექანიკური რეზონატორის საშუალებით. კვაზინაწილაკების და კუპერის წყვილების დაშლით გამოწვეული კვანტური გრიგალების წარმოქმნის დასაკვირვებლად გამოყენებული იქნა 5 x 5 პიქსელიან კვაზინაწილაკების კამერა.

კამერის სისტემა შედგებოდა სამი ძირითადი კომპონენტისგან. სისტემის პირველი ნაწილი იყო დახურული ყუთი, რომელიც წარმოადგენდა კვაზინაწილაკების წყაროს. მას ჰქონდა მოწყობილობა, რომელიც კუპერის წყვილებისგან წარმოქმნიდნენ კვაზინაწილაკებს, რომლებიც ტემპერატურების სხვაობის გამო გამოდიოდნენ ყუთის ერთ ბოლოში არსებული პაწაწინა ხვრელის მეშვეობით და გადადიოდნენ სისტემის მეორე ნაწილში. ეს მეორე ნაწილი წარმოადგენდა ვიბრაციული მავთულის მარყუჟს, რომელიც ქმნიდა ჰელიუმ-3 გრიგალს წყაროსა და სისტემის მესამე ნაწილს, კამერას შორის. კვაზინაწილაკები, რომლებიც გრიგალთან ახლოს ხვდებოდნენ, ირეკლებოდნენ წყაროს ხვრელისკენ, ხოლო კვაზინაწილაკები, რომლებიც გრიგალებს შედარებით დიდ მანძილზე უვლიდნენ მიემართებოდნენ კამერისკენ. შედეგად კამერების სისტემის მიერ მოხერხდა გრიგალების ჩრდილების დაფიქსირება.

წყარო:

https://phys.org/...i3FJKj079A

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.