როგორც ჩანს, ახლო მომავალში გალაქტიკა UDFy-38135539-ის სიშორის რეკორდი მოიხსნება, რადგანაც ასტრონომებმა ჩვენგან ყველაზე დაშორებული ობიექტის წოდების ახალი კანდიდატის აღმოჩენის შესახებ განაცხადეს. კოსმოსური ტელესკოი Hubble-ის დახმარებით აღმოაჩინეს გალაქტიკა UDFj-39546284, რომელიც დიდი აფეთქების შემდეგ სულ რაღაც 480 მლნ წელიწადში დაიბადა და ჩვენგან 13,2 მლრდ სინათლის წლითაა დაშორებული. იმისათვის, რომ UDFy-38135539 სურათი მიეღო (წითელი ლაქა სურათის ცენტრში), Hubble-მა 87 საათის განმავლობაში შეინარჩუნა ექსპოზიცია.
დაშორებულ ობიექტამდე მანძილზე მიმანიშნებელი ძირითადი მახასიათებელი მისი სპექტრის წითელი წანაცვლებაა. რაც მეტია წითელი წანაცვლება, მით უფრო შორსაა ობიექტი. მაგალითისთვის, ამჟამინდელი რეკორდსმენის – გალაქტიკაის UDFy-38135539 წითელი წანაცვლების მნიშვნელობაა 8,5549. პოტენციური ლიდერის წითელი წანაცვლების ზუსტ სიდიდეზე საუბარი ჯერჯერობით ადრეა, რადგანაც ამ სიდიდის გაზომვის პროცესი საკმაოდ რთულია. გარკვეული ირიბი მეთოდებით მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ UDFy-38135539-ის წითელი წანაცვლება შესაძლოა 10,3 იყოს. მეცნიერთა აზრით, ეს მონაცემები გალაქტიკების ფორმირების იერარქიულ სურათს შეესაბამება, რომლის თანახმადაც გალაქტიკები იზრდებიან ბნელი მატერიის გრავიტაციული ზემოქმედებით ერთმანეთთან შერწყმის შედეგად. მეცნიერების მიერ ნაპოვნი გალაქტიკა გაცილებით მცირეა და მჩატეა, ვიდრე თანამედროვე სპირალური გალაქტიკები. ასე მაგალითად, ჩვენი “მშობლიური” ირმის ნახტომი დაახლოებით 100-ჯერ მასიურია მასზე.
ახლო მომავალში ასტრონომები კოსმოსში კიდევ უფრო ღრმად ჩახედვას და უფრო ძველი გალაქტიკების დანახვას შესძლებენ. ამ საქმეში მათ გაშვებისათვის მზადებაში მყოფი, Hubble-ზე უფრო სრულყოფილი, კოსმოსური ტელესკოპი James Webb დაეხმარებათ.