შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 9

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

გრავიტაციულმა ტალღებმა ახლად წარმოქმნილ შავ ხვრელს მაღალი სიჩქარე მიანიჭეს
გრავიტაციულმა ტალღებმა ახლად წარმოქმნილ შავ ხვრელს მაღალი სიჩქარე მიანიჭეს

მეცნიერები აგრძელებენ LIGO/VIRGO გრავიტაციული ტალღების ობსერვატორიების მონაცემების ანალიზს. ჟურნალმა Physical Review Letters აპრილში დასაბეჭდად მიიღო მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფის სტატია, სადაც მოცემულია LIGO/VIRGO კოლაბორაციის ბოლო დაკვირვებების სეზონის (O3b, რომელიც 2019 წლის ნოემბრიდან 2020 წლის მარტამდე გრძელდებოდა) დროს დაფიქსირებულ სიგნალ GW200129-თან დაკავშირებული მონაცემების ანალიზი. სიმულაციების თანახმად, ეს მოვლენა წარმოადგენს დაახლოებით 40 და 23 მზის მასის მქონე შავი ხვრელების შერწყმას, რომლის შედეგად წარმოიშვა დაახლოებით 27 მზის მასის მქონე შავი ხვრელი. ფაქტი გამოირჩევა იმით, რომ გრავიტაციული ტალღების დიდი ნაწილი ერთი მიმართულებით გამოიტყორცნა და შესაბამისად ახალშექმნილმა შავმა ხვრელმა მოძრაობა დაიწყო საპირისპირო მიმართულებით. შავი ხვრელის სიჩქარე აღმოჩნდა ძალიან დიდი, დაახლოებით 1,500 კმ/წმ, რაც მხოლოდ ორასჯერ ნაკლებია სინათლის სიჩქარეზე.

სიჩქარის გამოთვლისას გათვალისწინებული იყო შავი ხვრელების მასები და საწყის პირობები და მოხერხდა შერწყმის პროცესის აღდგენა დიდი სიზუსტით. შავი ხვრელების შერწყმა ძირითადად ხდება ვარსკვლავების ჯგუფებში. GW200129 მოვლენასთან ასოცირებული შავი ხვრელის სიჩქარე იმდენად დიდი გამოვიდა, რომ მკვლევარების აზრით მისი ვარსკვლავების საწყის სამეზობლოში დარჩენის ალბათობა იყო მხოლოდ 0.5%, ანუ მან ეს ჯგუფი სავარაუდოდ დატოვა.

გრავიტაციული ტალღები ნაწინასწარმეტყველები იყო 100 წელზე მეტი ხნის წინ აინშტაინის მიერ, როგორც ზოგად ფარდობითობის თეორიის განტოლებების ერთ-ერთი ამონახსნი. თეორიის თანახმად, როცა ორი მასიური ობიექტი ერთმანეთის გარშემო მოძრაობას იწყებს სივრცე-დროში უნდა გავრცელდეს გრავიტაციული ტალღები. პირველად გრავიტაციული ტალღები აღმოაჩინეს 2015 წელს აშშ-ში განთავსებულ გრავიტაციული ტალღების ობსერვატორიის LIGO-ს საშუალებით. ობსერვატორია წარმოადგენს გიგანტურ ინტერფერომეტრს, ხელსაწყოში გავლილი გრავიტაციული ტალღები იწვევენ ამრეკლი სარკეების ოსცილაციებს და დაიმზირება ლაზერის სხივების ინტერფერენციული სურათის სპეციფიკური ცვლილებები.

გრავიტაციული ტალღების შესწავლა არის მნიშვნელოვანი ტექნოლოგიებისთვის. ცნობილია, თუ როგორი გავლენა იქონია თავის დროზე ელექტრო-მაგნიტური ტალღების აღმოჩენამ, ამ ფაქტს მოჰყვა ახალი ეპოქის დაწყება ტექნოლოგიებში. თუ მომავალში ვისწავლით გრავიტაციის მართვასაც, ამან შეიძლება შეცვალოს მსოფლიო. გრავიტაციული ტალღების საშუალებით შესაძლებელი გახდება ისეთი ობიექტების დანახვა რომლებიც არ ასხივებენ ელექტრო-მაგნიტურ ტალღებს, მაგალითად, შავი ხვრელები, ნეიტრონული ვარსკვლავები და ბნელი მატერია.

წყაროები:

https://www.sciencenews.org/article/black-hole-gravitational-waves-kick-ligo-merger-spacetime

https://vijayvarma392.github.io/GW200129/

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.