შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 7

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

მტვრის მოშორების ტრიუკი მარსზე
მტვრის მოშორების ტრიუკი მარსზე

ზონდი InSight (NASA) მარსის ზედაპირზე 2018 წლის ნოემბერში დაეშვა. როგორც ჩვენ ვიუწყებოდით, მისიის მიზანია წითელი პლანეტის შინაგანი სტრუქტურის და შედგენილობის შესწავლა. მისია თავდაპირველად დაიგეგმა 728 დღით, თუმცა მეცნიერები ცდილობენ მის გახანგრძლივებას, ძირითადი პრობლემა კი არის აპარატის ენერგიით უზრუნველყოფა.

InSight-ის კვების წყაროა მზის პანელები და ბატარეები. შესაბამისად მნიშვნელოვანია მზის პანელების პერიოდული გაწმენდა მარსის მტვრისაგან. 2021 წლის თებერვალში, მარსული ზამთრის დაწყების წინ, მზის ბატარეები იძლეოდნენ საჭირო სიმძლავრის მხოლოდ 27%-ს და დაიწყო აპარატის ხელსაწყოების გამოერთვა, რათა დაეზოგათ აპარატის გასათბობად აუცილებელი ენერგია. მარსზე ამჟამად ზამთარია და ტემპერატურა -90 გრადუსამდე ეცემა, რასაც აპარატის ინსტრუმენტების მწყობრიდან გამოყვანა შეუძლია.

სამწუხაროდ მტვრის მოშორების მცდელობა მზის პანელების გამხსნელი ძრავის ამუშავებით წარუმატებლად დამთავრდა. ამიტომ მისიის ჯგუფმა უჩვეულო გადაწყვეტილება მიიღო, გადაწყვიტეს მტვრის პატარა ნაწილაკების მოშორება მტვრისვე დიდი ნაწილაკებით. 2021 წლის 22 მაისს, აპარატის მექანიკურ ხელს, რომლის ბოლოშიც ციცხვია დამაგრებული, ქვიშა ააღებინეს და პანელებთან ახლოს ქარიან ამინდში გაფანტეს. ნაწილაკები პანელებზე დაცვივდა და მცირე რაოდენობით პატარა ნაწილაკები გადმოყარა, რაც საკმარისი აღმოჩნდა ძილის რეჟიმში გადაყვანილი აპარატის გასათბობად.

მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად მოხერხდება მზის პანელების მტვრისგან გაწმენდა და აპარატის აქტიურ ფაზაში დაბრუნება 2021 წლის ივლისისთვის.

წყარო:

https://mars.nasa.gov/resources/25952/insights-robotic-arm-helps-remove-solar-panel-dust-trickles-sand-in-the-wind/?site=insight

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.