შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 6

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

შესაძლოა ახალი მაგნეტარი იქნა აღმოჩენილი
შესაძლოა ახალი მაგნეტარი იქნა აღმოჩენილი

მაგნეტარები წარმოადგენენ ნეიტრონული ვარსკვლავების ძალიან იშვიათ კლასს, რომლებიც შეიქმნენ 8-30 მზის მასის მქონე ვარსკვლავის კოლაფსის შედეგად. მაგნეტარების მასა, რომლებიც სამყაროში არსებულ ყველაზე მკვრივ ციურ სხეულებად მიიჩნევა, ორი მზის მასას აღწევს. თუმცა ისინი საკმაოდ პატარა ზომისანი არიან და 20 კილომეტრი გარშემოწერილობის სფერული მატერიის სახე აქვთ. ამ უჩვეულო ობიექტების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი უმძლავრესი მაგნიტური ველია, რომელიც ჩვეულებრივი ნეიტრონული ვარსკვლავისას ათასჯერ, დედამიწისას კი კვადრილიონჯერ აღემატება. მაგნეტარების აღმოჩენა საკმაოდ რთულია, აქამდე ჩვენ გალაქტიკაში აღმოჩენილი იყო 24 დადასტურებული და 6 კანდიდატი მაგნეტარი.

ახლახან მაგნეტარები კვლავ მოექცნენ ყურადღების ცენტრში, როცა აღმოჩენილი იქნა მათ მიერ გამოსხივებული მძლავრი სწრაფი რადიო სიგნალი, რომლებიც აქამდე მხოლოდ გალაქტიკის გარე წყაროებიდან ფიქსირდებოდა და რომელთა წყარო უცნობი იყო. სწრაფი რადიო აფეთქებების მაგნეტარებთან დაკავშირება ბუნებრივად ჩანს. მაშინ როცა გრავიტაცია ცდილობს ობიექტის კოლაფსს, ძლიერი მაგნიტური ველი ქმნის ცენტრიდანულ ძალებს, რაც იწვევს მაგნეტარების შეშფოთებას და დიდი რაოდენობით ენერგიის გამოთავისუფლებას.

3 ივნისს კოსმოსურმა რენტგენულმა ობსერვატორიამ Swift (NASA) ირმის ნახტომის გალაქტიკის სიბრტყეში ხანმოკლე მძლავრი რენტგენული გამოსხივება დააფიქსირა. სპეციალისტთა მიერ ჩატარებულმა წინასწარმა ანალიზმა აჩვენა, რომ სავარაუდოდ საქმე გვაქვს ახალ მაგნეტართან, რომელსაც მათ Swift J1555.2-5402 უწოდეს. თუ აღმოჩენა დადასტურდება, ჩვენ გალაქტიკაში აღმოჩენილი მაგნეტარების რიცხვი 25-მდე გაიზრდება.

წყარო:

https://www.sciencealert.com/astronomers-have-found-a-new-magnetar

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.