27 ნოემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში MIT-ის მეცნიერებმა დემონსტრაცია გაუკეთეს ნანონაწილაკების გამოყენებით თაგვებში ინსულინის შეყვანას. ისინი ამბობენ, რომ თუ მოხერხდება ნანონაწილაკში წამლის მოთავსება, ასეთი გზით ორგანიზმს ნებისმიერი წამლის ათვისება შეეძლება. ახალი ნანონაწილაკები დაფარულია ანტისხეულებით, რომლებიც არღვევენ კუჭ-ნაწლავის კედლების ბარიერს და სისხლში შედიან. შედეგად შესაძლებელი გახდა ნანონაწილაკების ორალურად მიღება. პაციენტებს აღარ მოუწევთ ექიმებთან ინექციისთვის სიარული და შეუძლიათ სახლის პირობებში მიიღონ წამალი.
იმისათვის, რომ ნანონაწილაკებს გადაელახათ კუჭ-ნაწლავის დამცავი ბარიერი მეცნიერებმა გამოიყენეს მანამდე არსებული ნაშრომი, რომლიც აღწერდა თუ როგორ ითვისებდა ახლაშობილი დედის რძიდან ანტისხეულებს, რათა გაეძლიერებინა იმუნიეტეტი. ეს ანტინაწილაკები უერთდებიან რეცეპტორს სახელად FcRN, რომლიც გზას ხსნის სისხლძარღვებისკენ. მკვლევარებმა ნანონაწილაკები დაფარეს Fc ცილით - ანტისხეულის ნაწილი რომლიც უერთდება FcRN რეცეპტორს. ნანონაწილაკების გადაყლაპვის შემდეგ Fc ცილები უერთდებიან FcRN რეცეპტორს კუჭ-ნაწლავის კედელზე და გზას უხსნიან ნანონაწილაკებს სისხლძარღვებისაკენ.
ამჟამად მეცნიერები მუშაობენ ისეთი ნაწილაკების შექმნაზე, რომელიც გადალახავენ ორგანიზმის სხვა დამცავ მექანიზმებსაც, მაგალითად, ტვინისას.
http://web.mit.edu/newsoffice/2013/nonoparticle-pills-1127.html