შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 8

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

მარსმავალმა Persevarence მარსის ატმოსფეროს ნახშირორჟანგიდან ჟანგბადი მიიღო
მარსმავალმა Persevarence მარსის ატმოსფეროს ნახშირორჟანგიდან ჟანგბადი მიიღო

მარსის ატმოსფეროს 96% ნახშირორჟანგისგან შედგება. ამიტომ მომავლის მისიებისთვის მნიშვნელოვანია მოიძებნოს ნახშირორჟანგის ჟანგბადად ეფექტურად გარდაქმნის გზები, რადგან სიცოცხლისთვის აუცილებელი სისტემების სასუნთქი ჰაერით უზრუნველყოფის გარდა, ჟანგბადი სარაკეტო საწვავისთვისაც არის საჭირო.

21 აპრილს NASA-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაციის თანახმად, მარსმავალ Persevarence-ზე განთავსებულმა საცდელმა დანადგარმა MOXIE (Mars Oxygen In-Situ Resource Utilization Experiment) ერთი საათის განმავლობაში აწარმოა 5.4 გრამი ჟანგბადი, რაც საკმარისია რომ ასტრონავტმა ისუნთქოს 10 წუთის განმავლობაში. მოწყობილობა დაახლოებით ტოსტერის ზომისაა, 23.9×23.9×30.9 სმ, ხოლო მისი მასაა 17.1 კგ. ხელსაწყოს შიგნით განთავსებულია გამხურებელი და კომპრესორი ფილტრით მარსის ჰაერის შესასრუტად. ჰაერი იტუმბება ელექტროლიზის ნაკვეთურში მშრალი ჟანგბადის ნაერთით, რომელიც CO2-დან იღებს მოლეკულურ ჟანგბადს, აცალკევებს რა ჟანგბადის მოლეკულას და გამოყოფს ნახშირბადის მონოქსიდს, როგორც ნარჩენ პროდუქტს. MOXIE-ს ძალუძს საათში დაახლოებით 10 გრ O2-ის წარმოება.

„ეს არის ნახშირორჟანგის ჟანგბადად გარდაქმნის პროცესში პირველი გადამწყვეტი ნაბიჯი.’’ - ამბობს Jim Reuter, NASA-ს კოსმოსური ტექნოლოგიური მისიების დირექტორატის ასოცირებული ადმინისტრატორი.

იმისათვის, რომ მოხდეს 4 ასტრონავტის აფრენა მარსის ზედაპირიდან, დაახლოებით 7 ტონა სარაკეტო საწვავი და 20 ტონა ჟანგბადი იქნება საჭირო, რაც ბევრად მეტია ვიდრე მარსის ზედაპირზე მომუშავე მკვლევარებისთვის იქნება აუცილებელი.

„ასტრონავტს, რომლებიც ერთ წელს გაატარებდნენ მარსის ზედაპირზე, ალბათ 1 ტონა ჟანგბადი ეყოფა.’’ - აცხადებს Michael Hecht (მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი).

ასეთი რაოდენობა ჟანგბადის გადატანა დედამიწიდან მარსზე წარმოუდგენლად რთული და ძვირი იქნებოდა. თუმცა, ტონობით ჟანგბადის გარდამქმნელი მომავალი თაობის მძლავრი MOXIE ალბათ გამოიმუშავებდა საჭირო რაოდენობის ჟანგბადს.

დაგეგმილი მომდევნო ტესტის დროს Persevarence-ს MOXIE-მ უნდა გამოიმუშაოს  10 გრამი ჟანგბადი ერთ საათში. მომავალი ორი წლის განმავლობაში ეს მოწყობილობა გარდაქმნის პროცედურებს დაახლოებით 9-ჯერ შეასრულებს და მკვლევართა გუნდი გამოიყენებს მონაცემებს, რათა შეიმუშაონ მომავალი თაობის MOXIE.

მსგავსად Ingenuity ვერტმფრენისა, რომელმაც მარსზე უკვე ორი საცდელი ფრენა ჩაატარა, MOXIE-სთვისაც იგეგმება მისი შესაძლებლობების ზღვარის დადგენა. პირველი ფაზის განმავლობაში გუნდი შეაფასებს, თუ როგორ მუშაობს მოწყობილობა. მეორე ფაზა გამოცდის MOXIE-ს განსხვავებულ პირობებში, მაგალითად, დღის სხვადასხვა დროს ან სხვადასხვა სეზონის განმავლობაში. ხოლო მესამე და საბოლოო ფაზის დროს შემოწმდება MOXIE-ს ახალი ოპერაციული რეჟიმები, მაგალითად შეადარებენ, თუ როგორ მუშაობს იგი სამი ან მეტი განსხვავებული ტემპერატურის შემთხვევაში.

MOXIE-ს მსგავსი ტექნოლოგიები უნდა დაეხმარონ მომავალ ასტრონავტებს დასახლდნენ პლანეტის ზედაპირზე და გამოიყენონ მათ გარშემო არსებული რესურსები. ამ მოწყობილობის ფუნქციონირების დადებითი შედეგები კი მოაახლოებს ადამიანის მარსზე გაგზავნის მისიებს.

წყარო:

https://www.google.com/amp/s/amp.cnn.com/cnn/2021/04/22/world/mars-rover-oxygen-moxie-scn/index.html

https://www.nasa.gov/press-release/nasa-s-perseverance-mars-rover-extracts-first-oxygen-from-red-planet

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.