ბოლო წლებში კოსმოსიდან მიღებულ ფოტოების შესწავლისას რამდენიმე მოულოდნელი ანომალია აღმოაჩინეს, როგორებიცაა: მარსის ზედაპირზე არსებული წრიული ხვრელები, სატურნის მთვარის, ენცელადას გეიზერების ორთქლი და მარსმავალ Curiosity-ის მიერ დანახული ჭიების მაგვარი სტრუქტურები.
ამ ფენომენების აღმოჩენა შემთხვევით ან უამრავი დროის დახარჯვის ხარჯზე მოხერხდა. იულიუს და მაქსიმილიანის სახელობის ვიურცბურგის უნივერსიტეტის პროფესორის Hakan Kayal-ის თქმით, „ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგია გაგვიადვილებს მანამდე არარსებული ანომალიების აღმოჩენას.“
აერონავტიკაში ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენების მიდგომა ფეხს ახლა იდგამს. რომ მოხდეს ახალი ფენომენების შემჩნევა AI-ის ჯერ უნდა „ვასწავლოთ“ უკვე არსებული ინფორმაციის ახლისგან გარჩევა. Hakan Kayal-ის თქმით, „ასე მომუშავე სატელიტები უკვე არსებობენ. თუმცა მათი AI დედამიწაზე გაწვრთნეს და მერე გააგზავნეს კოსმოსში. ჩვენ კი სხვა გეგმები გვაქვს, გვინდა AI-ის სწავლება განხორციელდეს უკვე გაშვებული თანამგზავრის ბორტზე.“
პროექტი რთულია და გამოწვევებით სავსე, მაგრამ შესაძლებელი: „მინიატურული IT სისტემები უფრო მძლავრი ხდება, იხვეწება და AI-ის ორბიტაზე დასწავლის პროცესს შესაძლოა მხოლოდ რამდენიმე დღე დასჭირდეს.“
მაგრამ რატომ მინიატურული სიტემები, მაშინ როცა ინფორმაციის დამუშავება უფრო ადვილი იქნებოდა დედამიწაზე არსებული სტანდარტული კომპიუტერებით? საქმე ისაა, რომ Hakan Kayal-ს სურთ AI-ის გამოყენება არა მხოლოდ დედამიწის დაკვირვებისთვის, არამედ პლანეტათშორისო მისიებისთვის - თუნდაც უცხო პლანეტური ინტელექტის აღმოსაჩენად.
„დაუძლეველ დაბრკოლებას ვაწყდებით პლანეტათშორისო სივრცეში მყოფ თანამგზავრთან კომუნიკაციისას. ინფორმაციის გაცვლას სულ უფრო დიდი დრო სჭირდება და არ შეგვიძლია მონაცემების გაგზავნა-მიღება. ამიტომაც ხელოვნურ ინტელექტს უნდა შეეძლოს დამოუკიდებლად ‘სწავლა’ თანამგზავრზე და დედამიწაზე მხოლოდ საჭირო აღმოჩენების შესახებ უნდა შეგვატყობინოს.“ - ამბობს Hakan Kayal.
2021 წლის პირველ მარტს დაწყებული პროექტით გათვალისწინებულია AI ტექნოლოგიის გამოცდა მცირე სატელიტ SONATE-2-ზე Oleksii Balagurin-ის ხელმძღვანელობით, რომელის გაშვება 2024 წელსაა ნავარაუდევი. სამ წლიან პროექტს 2.6 მილიონი ევროთი აფინანსებენ გერმანიის აეროკოსმოსური სააგენტო და გერმანიის ფედერალურმა ეკონომიკის და ენერგიის სამინისტრო.
პროექტის ფარგლებში მომზადებული გერმანული თანამგზავრი SONATE-2 იქნება დაახლოებით ფეხსაცმლის ყუთის ზომის (30×20×10 სმ) და აღჭურვილი იქნება სხვადასხვა სპექტრალურ დიაპაზონში მომუშავე კამერებით. სურათები მიწოდებული იქნება სატელიტზე განთავსებულ AI-სთვის, რომელიც ავტომატურად ამოიცნობს ობიექტებს და მოახდენს მათ კლასიფიკაციას. Hakan Kayal მის მომავალ მისიას იხსენიებს როგორც SONATE-X, სადაც X - აღნიშნავს დედამიწის გარეთას.
წინამორბედი SONATE მისიისგან განსხვავებით, SONATE-2 იქნება მეტად ინოვაციური, ხოლო მისი სენსორული მონაცემების დამუშავების სისტემა იქნება უფრო მინიატურული. თანამგზავრზე განთავსდება გაუმჯობესებული ვარსკვლავური სენსორები. კამერები უძრავ ობიექტებთან ერთად დააფიქსირებენ ცვალებად წყაროებს, როგორებიცაა მაგალითად ელვას, მეტეორები და სხვა.