კარნეგი მელონის უნივერსიტეტის (პიტსბურგი) მკვლევარებმა წარმოადგინეს გველის მაგვარი წყალქვეშა რობოტი, რომელიც განკუთვნილია სამხედრო საზღვაო ძალების გემებისა და წყალქვეშა ნავების დაზიანებების აღმოსაჩენად. 2021 წლის მარტში უნივერსიტეტის აუზში შედგა რობოტი-გველის გამოცდა, რომლის დროსაც გამოვლინდა აპარატის მიერ დაბრკოლებების შემოვლის და მანევრირების კარგი შესაძლებლობები და მისი მართვის სიმარტივე.
გემების კორპუსის შემოწმება საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცედურაა, საჭიროა მყვინთავების ჯგუფების გამოყენება და საჭიროების შემთხვევაში ზიანის გამოსწორება მანევრების დროს, რაც დიდ დროს და ფულს მოითხოვს. მყვინთავი რობოტის გამოყენებით კი დაზიანების აღმოჩენა და შესწავლა გაცილებით ნაკლებ დროში და ზღვაში ყოფნის დროსაცაა შესაძლებელი. გარდა ამისა შეიძლება მოხერხდეს ყურადღება მისაქცევი პრობლემების წინასწარ შემჩნევა და მათი აღმოფხვრისთვის მომზადება დოკში დაბრუნების შემდეგ.
არსებული მექანიზმებისგან რობოტი-გველის ძირითადი განმასხვავებელია მისი ფორმა და მოქნილობა. ფორმის ადაპტაციის უნარი ასეთ რობოტს საშუალებას აძლევს გამოყენებული იქნას სხვადასხვა ამოცანებისთვის, როგორებიცაა ნანგრევებში შეძვრომა მიწისძვრის შემდეგ, მილსადენების შემოწმება, ხეებზე და სხვა წინაღობებზე აძრომა, წყალქვეშ ოპერირება და სხვა. რობოტი-გველის ძველი ვერსია უკვე გამოყენებული იქნა საძიებო ოპერაციებში 2017 წლის მექსიკის მიწისძვრის შემდეგ.
ახალი მოდიფიკაციის რობოტი-გველის წყალქვეშ გამოყენების მიზნით ინჟინრებმა აპარატს დაამატეს ახალი წყალგაუმტარი მოდულები, როგორებიცაა ტურბინები და ძრავები წყალქვეშ მანევრირებისთვის. ამ ამოცანებზე ჯგუფმა მუშაობა 2020 წლის ივლისში დაიწყო, ხოლო 2021 წლის მარტში რობოტი გველი უკვე ცურავდა უნივერსიტეტის აუზში.
წყარო: