შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 6

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

Hubble-მ გადაიღო გალაქტიკების შერწყმა ორმაგი კვაზარული სისტემით
Hubble-მ გადაიღო გალაქტიკების შერწყმა ორმაგი კვაზარული სისტემით

NASA-ს Hubble-ს ასტრონომებმა აღმოაჩინეს ჩვენგან დაახლოებით 10 მილიარდი სინათლის წლით დაშორებული კვაზარების ბინარული სისტემა. კვაზარები ერთმანეთთან იმდენად ახლოს არიან, რომ დედამიწიდან გადაღებულ სურათებზე ერთიან ობიექტს ქმნიან. მეცნიერების აზრით კვაზარების ასეთი სიახლოვე მათი გალაქტიკების ერთმანეთთან შერწყმის პროცესითაა განპირობებული.

კვაზარები (შეკვეცილი QUASi stellAR radio source - „კვაზი-ვარსკვლავური რადიოწყარო“) წარმოადგენენ გალაქტიკებს თავის დაწყებით ეტაპზე, რომლებშიც ზემასიური შავი ხვრელი შთანთქავს გარშემო მყოფ მატერიას. კვაზარებს ახასიათებთ ძალიან მძლავრი გამოსხივება, რომელის სიკაშკაშეც, როგორც წესი მთელი გალაქტიკის სიკაშკაშეს რამოდენიმეჯერ აღემატება (ამის გამო მათ სამყაროს შუქურებს უწოდებენ და იყენებენ სამყაროს ასაკის და მანძილების გასაზომად).

მკვლევართა თქმით, კვაზართა ახალი ბინარული სისტემის აღმოჩენა საშუალებას იძლევა გალაქტიკებს შორის შეჯახების პროცესის დეტალები უკეთ აიხსნას. კვაზარები მთელ ზეცაზეა მიმოფანტული და მათი ყველაზე მეტი რაოდენობა იყო ახალგაზრდა სამყაროში, დაახლოებით 10 მილიარდი წლის წინ. ამ პერიოდში გალაქტიკების შერწყმის პროცესს ინტენსიური ხასიათი ჰქონდა. ამიტომ, ასტრონომების თეორიით, ამ დროს ბევრი ორმაგი კვაზარი უნდა ჩამოყალიბებულიყო.

”ეს ნამდვილად არის გალაქტიკების ფორმირების ძირითადი პერიოდის ორმაგი კვაზარის პირველი ნიმუში, რომელზე დაკვირვებაც სუპერმასიური შავი ხვრელების ბინარული სისტემის წარმოქმნის პროცესის გასაღებია.'' - ამბობს მკვლევართა ჯგუფის წევრი Nadia Zakamska (ჯონ ჰოპკინსის ინსტიტუტი, ბალტიმორი).

მეცნიერების აზრით, დაკვირვებები მნიშვნელოვანია, რადგან კვაზარების როლი გალაქტიკურ შეჯახების და ''ახალი'' გალაქტიკის ფორმირებაში დიდია. როცა ორი ახლო გალაქტიკა იწყებს ერთმანეთის გრავიტაციული ველის შეშფოთებას, მათ ურთიერთქმედებისას ხდება მატერიის ურთიერთ შთანთქმა შავი ხვრელების მიერ, რაც იწვევს კვაზარების ანთებას.

ასტრონომებმა გალაქტიკების შერწყმის პროცესში 100-ზე მეტი ორმაგი კვაზარი აღმოაჩინეს, მაგრამ არცერთი მათგანი არ არის ისეთი ძველი, როგორც ახალი კვლევის ობიექტები. Hubble-ს სურათებიდან ჩანს, რომ კვაზარების წყვილებში მხოლოდ დაახლოებით 10,000 სინათლის წლის მანძილზეა არიან დაშორებული. შედარებისთვის, ჩვენი მზე 26,000 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს ჩვენი გალაქტიკის ცენტრში მდებარე სუპერ მასიური შავი ხვრელიდან. საბოლოოდ გალაქტიკების სუპერ მასიური შავი ხვრელები და კვაზარებიც გაერთიანდება, რის შედეგადაც კიდევ უფრო მასიური შავი ხვრელი ჩნდება.

კვაზარული სისტემის აღმოჩენის პროცესი Hubble-ს ტელესკოპითაც კი რთულია, რადგან დედამიწიდან ასეთი შორეული ობიექტების გარჩევისთვის ხშირად Hubble-ის მაღალი რეზოლუციაც არ არის საკმარისი. Hubble-ს დაკვირვებების კანდიდატების შესარჩევად გამოყენებული იქნა Gaia-ს (ESA) და მიწისზედა Sloan Digital Sky Survey–ს პროექტების მონაცემები. გუნდმა ასევე მიიღო Gemini ორი ‘ტყუპი’ რადიო ტელესკოპის (ჰავაი და ჩილე) დაკვირვებების მონაცემები.

კვაზარები სისტემა არ ასრულებს რაიმე რეგულარულ მოძრაობა, მაგრამ მათ ახასიათებთ სიკაშკაშის პულსაცია. კვაზარების სიკაშკაშის ცვლილება გრძელდება დღეების, კვირების ან თვეების განმავლობაში, რაც დამოკიდებულია მათი შავი ხვრელის 'კვების გრაფიკზე'.

მიუხედავად იმისა, რომ გუნდი დარწმუნებულია თავიანთ შედეგში, ისინი აცხადებენ, რომ არსებობს მცირედი შანსი, რომ Hubble-ს კადრებმა დააფიქსირეს ერთი და იგივე კვაზარის ორმაგი გამოსახულება (გრავიტაციული ლინზებით გამოწვეული ილუზია). ეს ფენომენი ხდება მაშინ, როდესაც მასიური ობიექტის მიზიდულობა გავლენას ახდენს გამომსხივებლის გამოსხივებაზე და იწვევს წყაროს დამახინჯებას. მკვლევარები თვლიან, რომ ეს სცენარი ნაკლებად სავარაუდოა, რადგან Hubble-მ არ დააფიქსირა კვაზარული სისტემის წინა რაიმე მასიური გალაქტიკის არსებობა.

გალაქტიკური შერწყმა მილიარდობით წლის წინ ხშირად ხდებოდა, თუმცა ეს პროცესი დღესაც გრძელდება. მაგალითია გალაქტიკების უახლოესი სისტემა NGC 6240, რომელსაც აქვს ორი და შესაძლოა სამი სუპერმასიური შავი ხვრელი. კიდევ უფრო ახლო გალაქტიკური შერწყმა მოხდება რამდენიმე მილიარდი წლის შემდეგ, როდესაც ჩვენი ირმის ნახტომი შეეჯახება მეზობელ ანდრომედას გალაქტიკას.

მომავალის ტელესკოპებმა შეიძლება მოგვცემს მეტი ინფორმაცია შერწყმადი სისტემების შესახებ. ამა წლის ოქტომბერში დაგეგმილია კოსმოსში გაუშვან ინფრაწითელი ობსერვატორია James Webb (NASA). ეს ტელესკოპიც დააკვირდება გალაქტიკური შერწყმის პროცესებს და ბევრი ისეთ კითხვაზე გასცემს პასუხს რომელიც დღეისთვის გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენს.

წყარო:

https://www.nasa.gov/feature/goddard/2021/hubble-spots-double-quasars-in-merging-galaxies

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.