შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 6

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

როგორ მოძრაობენ ვარსკვლავები გალაქტიკის ცენტრში
როგორ მოძრაობენ ვარსკვლავები გალაქტიკის ცენტრში

ითვლებოდა, რომ ვარსკვლავები რომლებიც ქმნიან ჩვენი გალაქტიკის ცენტრალურ სფერულ არეს - ბალჯს, მოძრაობენ ბანანის მსგავს გაწელილ ორბიტებზე. ახალი კვლევების თანახმად, ვარსკვლავები უნდა მოძრაობდნენ არაქისის ნაჭუჭის (peanut-shell) მაგვარ, ან რვიანის ფორმის ორბიტებზე. განსხვავება ძალიან მნიშვნელოვანია.

ვარსკვლავების მოძრაობის თეორია შეიქნმნა არა მხოლოდ იმისთვის, რომ გავიგოთ თუ როგორ მოძრაობენ ვარსკვლავები, არამედ რომ ახსნას თუ როგორ ფორმირდება და ვითარდება ჩვენი გალაქტიკის სტრუქტურა. ცნობილია რომ ირმის ნახტომს გააჩნია სპირალური ფორმა. გვერდხედში მთელ სიგრძეზე მას განსჭოლავს გრძივი ვარსკვლავების შედარებით ნაკლები რაოდენობის მქონე სივრცე, რომელსაც ეწოდება ბარი (ძელი). გალაქტიკის შუა ნაწილი ამოზნექილია და სფეროიდის ფორმა აქვს.

   chewthedirt.com/wp-content/uploads/2013/01/milkyWaySide1_300.jpg

ასტრონომიის პროფესორმა ალისა ქვილენმა (როჩესტერის უნივერსიტეტი), კოლეგებთან ერთად შექმნა გალაქტიკის ბალჯის მათემატიკური მოდელი. გალაქტიკის ცენტრალურ ნაწილში არსებული გრავიტაციული ველის აღწერა მეტად რთულია, რადგან აქ თავმოყრილია მილიონობით ვარსკვლავი, მტვრის დიდი ღრუბლები და შავი მატერიაც კი. მიუხედავად ამისა ქვილენმა და მისმა კოლეგებმა მოახერხეს ბალჯში ვარსკვლავებზე მოქმედი ძალების მოდელირება. აქ ვარსკვლავები მოძრაობენ როგორც ცენტრის გარშემო, ასევე ირხევიან ზემოთ ქვემოთ და კვეთენ გალაქტიკის ცენტრალური ნაწილის ბარის სიბრტყეს. როდესაც ვარსკვლავები კვეთენ ამ სიბრტყეს ისინი იღებენ მცირე ბიძგს, როგორც ბავშვი საქანელაზე ქანაობისას. რეზონანსულ წერტილებში, რომელიც გარკვეული მანძილითაა დაშორებული ბარი-დან, ეს ეფექტი საკმარისად ძლიერი ხდება იმისთვის, რომ აიძულოს ვარსკვლავი იმოძრაოს სიბრტყის გარეთ და ვარსკვლავები გამოიდევნებიან ბალჯის გარეთაც კი. ამ წერტილებში რეზონანსის გამო ვარსკვლავები ასრულებენ ორ ვერტიკალურ რხევას ყოველი ორბიტალური პერიოდისათვის. მკვლევარებმა კომპიუტერული სიმულაციის დახმარებით აჩვენეს რომ, ამ რეზონანსული მოვლენების გამო ვარსკვლავების ორბიტები შემოწერენ არაქისის ნაჭუჭის ფორმის ზედაპირს და შეუძლიათ ახსნან ბალჯის ფორმა.

2013 წლის დეკემბერში ევროპული კოსმოსური სააგენტო (ESA) გეგმავს კოსმოსურ ხომალდის GAIA-ს გაშვებას, რომლის მიზანია შექმნას ირმის ნახტომში არსებული ვარსკვლავების და მათი გადაადგილების კიდევ უფრო ზუსტი სამგანზომილებიანი რუქა. ეს 3D რუქა დაეხმარება ასტრონომებს უკეთ გაიგონ ჩვენი გალაქტიკის შედგენილობა და განვითარება

http://www.scienc...110309.htm

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.