შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 7

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

NASA-ს „მარსი-2020“ მისიის როვერს „შეუპოვრობა“ დაერქვა
NASA-ს „მარსი-2020“ მისიის როვერს „შეუპოვრობა“ დაერქვა

NASA-ს „მარსი-2020“ მისიის სტარტი დაგეგმილია ამა წლის 17 ივლისს, ხოლო წითელ პლანეტაზე დაშვება 2021 წლის 18 თებერვალს არის ნავარაუდევი. მარსზე გაიგზავნება 1,043 კგ მასის როვერი, რომელიც ამჟამად არსებული მარსმავალის „კურიოზითის“ ბაზაზეა აგებული, თუმცა უფრო მეტი სამეცნიერო ხელსაწყოთი იქნება აღჭურვილი, მათ შორისაა 23 კამერა და დრონი - Mars Helicopter. ამჟამად კენედის კოსმოსურ ცენტრში (ფლორიდა) სრულდება როვერის სისტემების საბოლოო შემოწმება.

მარსმავალის სახელის შერჩევის კონკურსი 2019 წლის 28 აგვისტოს დაიწყო. 4,700 მოხალისე რეფერი იხილავდა ამერიკელი სკოლის მოსწავლეების 28,000 წინადადებებს, რის შედეგადაც შეირჩა ჯერ 155, შემდეგ კი 9 ფინალისტი. 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ონლაინ ხმის მიცემა, რომლის ფარგლებშიც მიღებული იქნა 770,000 შეტყობინება. შედეგად მარსმავალს დაერქვა „შეუპოვრობა“ (Perseverance), რომელიც შემოთავაზებული იქნა ვირჯინიის შტატის მეშვიდე კლასის მოსწავლის ალექსანდრე მაზერის (Alexander Mather) მიერ, რომელსაც ოჯახთან ერთად უფლება მიეცა დაესწროს კანავერალის კონცხიდან (ფლორიდა) მისიის კოსმოსში გაშვებას. NASA როვერთან ერთად მარსზე გააგზავნის მიკროსქემას, სადაც მითითებული იქნება ყველა ნახევარფინალისტის მონაცემებიც.

როვერი „შეუპოვრობა“ იმუშავებს კრატერში Jezero, სადაც წარსულში მდინარის დელტა მდებარეობდა და მარსის ერთ-ერთ გეოლოგიურად და ბიოლოგიურად ყველაზე საინტერესო რეგიონს წარმოადგენს. გარდა საძიებო სამუშაოებისა აპარატი გამოცდის სხვადასხვა ტექნოლოგიებს, რომლებიც მომავალი პილოტირებული მისიებისთვის იქნება მნიშვნელოვანი, მათ შორის ატმოსფეროდან ჟანგბადის მიღების.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის მარტში მარსის ოქსიას პლატოზე (Oxia Planum) დაგეგმილია კიდევ ერთი როვერის დაშვება, ESA-ს და Роскосмос-ის ერთობლივი მისიის ExoMars-2020 ფარგლებში. ამ როვერს დაერქვა როზალინ ფრანკლინის (Rosalind Franklin) სახელი, ინგლისელი ქიმიკოსის საპატივცემულოდ, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დნმ-ის, რნმ-ის, ვირუსების, ნახშირის და გრაფიტის მოლეკულური სტრუქტურების დადგენაში

წყარო:

https://www.nasa.gov/press-release/virginia-middle-school-student-earns-honor-of-naming-nasas-next-mars-rover

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.