შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 2

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

აღმოაჩინეს პირველი პერიოდული სწრაფი რადიო-იმპულსები
აღმოაჩინეს პირველი პერიოდული სწრაფი რადიო-იმპულსები

სწრაფი რადიო ამოფრქვევები (FRB) წარმოადგენენ მილი-წამების ხანგრძლივობის ექსტრა-გალაქტიკურ მძლავრ რადიო იმპულსებს. ჩატარებული გამოთვლების შემდეგ დადგინდა, რომ ამ მცირე დროში ხდებოდა ენერგიის გამოფრქვევა, რომელსაც ჩვენი მზე თვეების და წლების განმავლობაში ასხივებს. პირველი FRB არც თუ ისე დიდი ხნის წინ, სრულიად შემთხვევით, 2007 წელს აღმოაჩინეს, რადიო ტელესკოპებით მიღებული 2001 წლის არქივის გადათვალიერებისას, დღემდე კი ასობით ასეთი სიგნალია აღმოჩენილი.

მეცნიერები ჯერჯერობით ვერ ხსნიან რა იწვევს შორეული გალაქტიკებიდან მომავალ ასეთ ძლიერ რადიო სიგნალებს. FRB-ს მიზეზებზე უამრავი სპეკულაცია არსებობს. სავარაუდო ვარიანტებში შედის ახალი ვარსკვლავების დაბადება, სუპერ განვითარებული უცხოპლანეტელები, ნეიტრონული ვარსკვლავების ან შავი ხვრელების შეჯახება. თუმცა ჯერ-ჯერობით FRB-ს წარმომავლობა სრულად გაურკვეველია.

FRB–ების დიდი უმრავლესობა მხოლოდ ერთხელ გამოვლენილია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათთვის ადვილად თვალყურის დევნება შეუძლებელია. განმეორებადი რადიო აფეთქებები კი საშუალებას იძლევა, რომ ასტრონომებმა დაადგინონ, თუ რომელი გალაქტიკიდან არიან ისინი და შეისწავლონ მათი წყაროები.

ბოლოდროინდელი განმეორებადი სიგნალების აღმოჩენა ალბათ გამორიცხავს FRB-ის დაბადებას რაიმე ერთჯერადი კოსმოსური კატაკლიზმის დროს. როგორც წესი FRB-ს გამეორება ერთი და იგივე მიმართულებიდან სპონტანურია, სიგნალებს შორის ინტერვალმა შესაძლოა შეადგინოს მილი-წამები ან დღეები. თუმცა არსებობს 16 დღიანი რეგულარული პერიოდის მქონე FRB (180916.J0158+65) რომელიც აღმოაჩინეს კანადელმა მკვლევარებმა CHIME (Canadian Hydrogen Intensity Mapping Experiment) პროექტის ფარგლებში.

რადიო ობსერვატორია CHIME მწყობრში 2017 წლის 7 სექტემბრიდან შევიდა. ობსერვატორია განსხვავდება ჩვენთვის ნაცნობი რადიო ტელესკოპებისგან. მისი ანტენები ძირს დადებული 20 მეტრიანი მილების ნახევრებს ჰგავს, 100 მეტრი სიგრძით თითოეული.

CHIME-ს კოლაბორაციამ 2018 წლის 16 სექტემბერიდან 2019 წლის 30 ოქტომბრამდე ინტერვალში დააფიქსირეს 28 სწრაფი რადიო ამოფრქვევის ციკლი. ამ ხნის განმავლობაში რადიო ამოფრქვევები მეორდებოდა დაახლოებით ყოველ 1 საათში 4 დღის განმავლობაში და ქრებოდა მომდევნო 12 დღიან პერიოდში. შემდეგ კი იწყებოდა ახალი 16.35 დღიან ციკლი. აღმოჩენასთან დაკავშირებით კოლაბორაციამ რამდენიმე სტატია უკვე გამოაქვეყნა ჟურნალებში Nature და Astrophys. J. Letters, ბოლო მონაცემები კი ახლახან გამოქვეყნდა ლოს-ალამოსის ბაზაში პრეპრინტის სახით

მეცნიერების აზრით პერიოდულობის ერთ-ერთი ახსნა შესაძლებელი იყოს ის, რომ FRB-ს წყარო გარს უვლის შავ ხვრელს, რომელიც დროდადრო ჩრდილავს რადიო სიგნალების წყაროს. ალტერნატიული მოსაზრებაა, რომ ციკლურობა გამოწვეულია დიდი ვარსკვლავის მზის ქარის მიერ მის უკან მდებარე წყაროს სიგნალების პერიოდული გაძლიერება/ეკრანირებით. შესაძლოა ასევე, რომ რაიმე მბრუნავი წყარო თვითონ იძლეოდეს პერიოდულ სიგნალს.

წყარო:

arXiv: 2001.10275 [astro-ph.HE]

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.