შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 9

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

ახალი დაკვირვებები შესაძლოა გამორიცხავენ თბილი ფარული მატერიის მოდელებს
ახალი დაკვირვებები შესაძლოა გამორიცხავენ თბილი ფარული მატერიის მოდელებს

ფარული მატერიის მოდელების შესამოწმებლად მკვლევარები იყენებდნენ Hubble (NASA) კოსმოსური ტელესკოპის დაკვირვებებს კვაზარებისთვის. გაანალიზებული იქნა 8 კვაზარის მონაცემები, რომლებსაც აქვთ ე. წ. აინშტაინის ჯვარის ფორმა - გრავიტაციული ლინზირებით გამოწვეული რაიმე ობიექტის ოთხმაგი გამოსახულება ლინზირებადი გალაქტიკით ცენტრში. ასეთი კონფიგურაცია დაიკვირვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა კვაზარი დამკვირვებლის მიმართ ზუსტად ლინზირებადი გალაქტიკის უკან მდებარეობს. ეს კი საშუალებას იძლევა დიდი სიზუსტით შეფასდეს მასის განაწილება ლინზირებად გალაქტიკაში, რომელსაც ‘აშუქებს’ მის უკან მდებარე კვაზარი, რადგან ფარული მატერიის მცირე გროვები იწვევენ ლინზირების სურათის სპეციფიკურ დამახინჯებებს.

მცირე მასის არაერთგაროვნებების აღმოჩენა ამცირებს თბილი ფარული მატერიის მოდელების ვარგისიანობის ალბათობას, რადგან ეს მოდელები უშვებენ ფარული მატერიის მცირე მასის (სწრაფად მოძრავი) ნაწილაკების არსებობას, რაც შეუძლებელს ქმნის მცირე გროვების ფორმირებას. თუმცა ასეთი სტრუქტურების არსებობა არ ეწინააღმდეგება სტანდარტული კოსმოლოგიური მოდელის ცივ ფარულ მატერიას, რომლის ნაწილაკებს უფრო დიდი მასა და შესაბამისად მცირე სიჩქარეები გააჩნდეთ.

უახლოეს წლებში მწყობრში უნდა ჩადგეს ახალი თაობის ტელესკოპები როგორც დედამიწაზე (მაგალითად LSST) ისე კოსმოსში (მაგალითად Euclid). შესაბამისად მოსალოდნელია 10-ჯერ მეტი აინშტაინის ჯვრის ფორმის კვაზარის აღმოჩენა, რაც საშუალებას მოგვცემს ფარული მატერიის მოდელების უფრო ღრმად შესწავლას.

წყარო:

https://www.sciencealert.com/tiny-clumps-of-dark-matter-affirm-cold-dark-matter-theory

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.