ჰოგის ობიექტი წარმოადგენს იშვიათ რგოლისებრ გალაქტიკას, რომელიც ირმის ნახტომზე ოდნავ დიდია. იგი აღმოაჩინა ამერიკელმა ასტრონომმა არტურ ჰოგმა (Arthur Hoag) 1950 წელს. ეს გალაქტიკა მდებარეობს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, გველის თანავარსკვლავედში, დედამიწიდან დაახლოებით 600 მილიონი წლის მანძილზე.
ჰოგის ობიექტი უცნაურია იმით, რომ იგი წარმოადგენს მილიარდი ახალგაზრდა ცისფერი ვარსკვლავების რგოლს, რომლის შიგნით მდებარეობს უფრო ძველი მოწითალო ვარსკვლავებისგან შემდგარი სფერული გალაქტიკა. ამ რგოლსა და სფეროს შორის კი ჩანს კიდევ ერთი რგოლისებრი გალაქტიკა, რომელიც ჩვენგან ბევრად უფრო შორს მდებარეობს.
ჯერ-ჯერობით არაა ცნობილი რგოლისებრი გალაქტიკების წარმოშობის მექანიზმი, რომლები გალაქტიკების საერთო რაოდენობის 0.1 % ადგენენ. თვითონ ჰოგი ფიქრობდა, რომ ობიექტი წარმოადგენს გრავიტაციული ლინზირებით გამოწვეულ ოპტიკურ ილუზიას, ან არის პლანეტარული ნისლეული. თანამედროვე მოდელების თანახმად ითვლება, რომ ჰოგის ობიექტი ოდესღაც იყო ჩვეულებრივი სპირალური გალაქტიკა და მისი ფორმა შეიცვალა დიდი ხნის წინ მეზობელ გალაქტიკათან შეჯახების შედეგად.
წყარო:
https://www.livescience.com/hoags-object-perfect-ring-mystery.html