D-მეზონები ქმნიან c კვარკის (ანტიკვარკის) შემცველ ყველაზე მსუბუქი ნაწილაკის ოჯახს. მაგალითად, ამ ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელია D+-მეზონი, რომელიც შედგება c-კვარკისა და d-ანტიკვარკისგან. არსებობს სუსტი ურთიერთქმედების საშუალებით D-მეზონების დაშლის მრავალი არხი, რომელთა შესწავლა საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ ნაწილაკების სტანდარტული მოდელის სხვადასხვა ასპექტი.
ჟურნალმა Physical Review Letters 22 ნოემბერს გამოაქვეყნა LHCb კოლაბორაციის შედეგები D+-მეზონების ლეპტონური არხებით დაშლებზე. ჩინური ელექტრონ-პოზიტრონული კოლაიდერის BEPC II მონაცემების გამოყენებით ფიზიკოსებმა პირველად მოახერხეს D+-მეზონის ანტი-τ ლეპტონად და τ-ნეიტრინოდ დაშლის ზუსტად გაზომვა. როგორც ყველა ლეპტონური დაშლა, ეს პროცესიც მიმდინარეობს სუსტი ურთიერთქმედების გადამტანი ვიტუალური W-ბოზონების გაცვლით. გაზომილი ანტ-τ და ატი-μ არხებით დაშლების ალბათობების ფარდობა გამოვიდა 3,21 ± 0,64, რაც ცდომილების ფარგლებში თანხვედრაშია სტანდარტული მოდელის თეორიულ შეფასებასთან 2,67.
ფიზიკოსები ეძებენ გადახრებს D-მეზონების დაშლის ალბათობების მნიშვნელობებში, რადგან ამან შესაძლოა მიგვითითოს დამატებითი ვირტუალური ბოზონის არსებობაზე, რომლებსაც სხვადასხვა თაობის ლეპტონთან განსხვავებული ურთიერთქმედება ახასიათებთ. მაგალითად, ასეთებია სტანდარტული მოდელის გაფართოების რამდენიმე მოდელში შემოყვანილი ლეპტოკვარკები. თუმცა ზოგიერთი სუპერსიმეტრიულ გაფართოება, მაგალითად ჰიგსის ორ-დუბლეტიანი მოდელი, არ მოითხოვს ამ რიცხვის ცვლილებას.
წყარო: