დროითი ფაქტორი დიდ როლს თამაშობს ჰიდროფობიურ ზედაპირთან კონტაქტში მყოფი წვეთისთვის, რადგან კონტაქტის დრო გავლენას ახდენს მასის, იმპულსის და ენერგიის ცვლაზე წვეთსა და ზედაპირს შორის. ამიტომ მნიშვნელოვანია თუ მოხერხდება აიძულო წვეთები, რომ იხტუნონ უფრო სწარფად. მაგალითად, თავიდან რომ ავიცილოთ თვითმფრინავის ფრთაზე ყინულის დაგროვება, აუცილებელია გავითვალისწინოთ წვიმის წვეთების შეხების დრო თვითმფრინავის ზედაპირთან. რაც უფრო დიდხანს რჩება წვიმის წვეთი ფრთაზე მით უფრო დიდია შანსი, რომ მიეყინოს მას.
თეორიული ლიმიტის თანახმად, მინიმალური დრო, რომლის განმავლობაშიც წვეთი დარჩება ზედაპირთან შეხებაში, დამოკიდებულია მერხევი წვეთის რხევის პერიოდზე, რომელსაც რელეის დროს უწოდებენ. შეხების დროის შემცირება შეიძლება წვეთისა და ზედაპირის ურთიერთქმედების შემცირებით. ამისათვის ქმნიან მცირე ადგეზიის მქონე სუპერჰიდროფობიურ მასალებს.
MIT-ის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ წვეთი-ზედაპირის ურთიერთქმედების გაზრდით შესაძლებელია ზემოთ აღწერილ პროცესის აჩქარება. ურთიერთქმედების გასაზრდელად მათ ზედაპირს დაუმატეს სპეციალური ფორმის უსწორმასწორობები, რომლებიც არღვევენ წვეთის სიმეტრიას და ხლიჩავენ მას პატარა ნაწილებად, რომლებიც უფრო ადვილად იფანტებიან. ასეთ ზედაპირებს წვეთებთან აქვთ 40 %-ით ნაკლები კონტაქტის დრო.
ამ აღმოჩენის ყველაზე დიდი უპირატესობა არის ის, რომ ასეთი ზედაპირების შექმნა შეიძლება ჩვეულებრივი ხელსაწყოებითაც ჩვეულებრივ მასალაზე. მაგალითად, ალუმინის ფირფიტაზე.