შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 2

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

ბნელი მატერია არ ურთიერთქმედებს თავის თავთან
ბნელი მატერია არ ურთიერთქმედებს თავის თავთან

ატაკამას უდაბნოში (ჩილე) განთავსებული ტელესკოპ VLT და კოსმოსური ტელესკოპ Hubble მონაცემებზე დაყრდნობით 2015 წელს ასტრონომების საერთაშორისო ჯგუფმა შეისწავლა ფარული მატერიის განაწილება გალაქტიკების კლასტერში Abell 3827, რომელიც დედამიწიდან 1,3 მილიარდი სინათლის წლითაა დაშორებული. აღნიშნული კლასტერში შემავალი 4 გალაქტიკა იწვევს მათ უკან მდებარე გალაქტიკიდან წამოსულ სინათლის სხივების გადახრას. ამ ლინზირების სურათის ანალიზმა აჩვენა, რომ კლასტერში ფარული მატერიის განაწილების მაქსიმუმები თითქოს წანაცვლებული იყო დედა გალაქტიკების ცენტრებიდან, ხოლო ერთ-ერთ გალაქტიკას თითქმის დაკარგული ჰქონდა ჰალოს ნაწილაკები. გამოდიოდა, რომ ფარული მატერიის ნაწილაკები, რომელიც ქმნიან გალაქტიკურ ჰალოებს, ერთმანეთთან არაგრავიტაციულადაც ურთიერთქმედებდნენ, რაც არ ეთანხმება სტანდარტულ კოსმოლოგიურ მოდელს.

დიდ ბრიტანეთში 2018 წლის 2-6 აპრილს გამართულ სამეცნიერო კონფერენციაზე „ასტრონომიული და კოსმოსური კვლევების ევროპული კვირეული“ (EWASS 2018) ასტრონომების იგივე ჯგუფმა უარყო თავიანთი სამი წლის წინანდელი ვარაუდი ფარული მატერიის არაგრავიტაციული ურთიერთქმედების აღმოჩენის შესახებ. ახალმა კვლევებმა, რომლებშიც დამატებით გამოიყენეს რადიოტელესკოპების მასივი ALMA-ს (60-ზე მეტი რადიოანტენა) მონაცემები, აჩვენა, რომ ჰალოები საკუთარ გალაქტიკებთან ერთად გადაადგილდება და არაა საჭირო ფარული მატერიის ნაწილაკებს შორის ახალი ურთიერთქმედების შემოტანა დაკვირვებადი გრავიტაციული ლინზირების ასახსნელად.

წყარო: https://www.popme...a-s-soboy/

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.