შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 4

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

ბატარეების სიმძლავრის გაზრდის ახალი ტექნოლოგია
ბატარეების სიმძლავრის გაზრდის ახალი ტექნოლოგია

ამჟამად ბევრი სმარტფონი იყენებს ლითიუმის ბატარეებს, რომელთაც ხშირად ყოველდღიური დატენა სჭირდებათ. რა თქმა უნდა უკეთესი იქნებოდა, თუ ტელეფონს დამუხტვა კვირაში ერთხელ ან უფრო იშვიათად დასჭირდებოდა.

არსებობს ლითიუმ-გოგირდის ბატარეებიც, რომელთაც ლითიუმის ბატარეებზე მნიშვნელოვანი უპირატესობა გააჩნიათ: ისინი ნაკლებად ძვირია, უფრო მსუბუქია და ენერგიის ორჯერ უფრო მეტი მარაგი აქვთ. გარდა ამისა ლითიუმის ბატარეებთან შედარებით მათ სამჯერ მეტი სიმძლავრე გააჩნიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ტელეფონის დაუმუხტავად გამოყენების დრო სამჯერ იზრდება.

თუმცა ლითიუმ-გოგირდის ბატარეებს აქვთ პრობლემები - გოგირდი ცუდი ელექტრული გამტარია და ამიტომ შეუძლებელი ხდება მრავალჯერადი დატენა-განმუხტვის ციკლი; გარდა ამისა მათი ელექტროდები ადვილად ზიანდება. მეცნიერები შეეცადნენ ლითიუმ-გოგირდის ბატარეების გაუმჯობესებას ლითიუმის და გოგირდის სხვადასხვა ელექტროდში მოთავსების გზით. თუმცა, ლითიუმი ხშირად ძალიან არასტაბილურია, ხოლო გოგირდი ზედმეტად იზოლატორი.

ჟურნალ Nature Nanotechnology-ის ბოლო ნომერში ტეხასის უნივერსიტეტის კორეელმა მეცნიერებმა გამოაცხადეს ახალი ტექნოლოგიის აღმოჩენის შესახებ. მათ შექმნეს გოგირდ-ნახშირბადის ნანო-მილაკები, რომელიც ერთი მხრივ აუმჯობესებენ ერთ-ერთი ელექტროდის გამტარობას და იმავდროულად ნანოსაფარი უზრუნველყოფს მეორე ელექტროდის სტაბილურობას. ახალ ტექნოლოგიას ძალუძს მკვეთრად გააუმჯობესოს ლითიუმ-გოგირდის ბატარეის პარამეტრები.

წყარო: https://www.scien...162617.htm

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.