შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 7

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

ახალი თეორიული მოდელი დედამიწის მსგავსი პლანეტების აღმოსაჩენად
ახალი თეორიული მოდელი დედამიწის მსგავსი პლანეტების აღმოსაჩენად

დღესდღეობით ერთ-ერთი აქტუალური საკითხია მზის სისტემის გარეთ ისეთი პლანეტის მოძიება, სადაც შეიძლება არსებობდეს სიცოცხლე. სამწუხაროდ ასეთი პლანეტების აღმოჩენა ძალიან რთულია.

ბერნის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ პლანეტის მასისა და რადიუსის შეფასებით შესაძლებელია დადგინდეს კრიტერიუმი, რომელიც გამორიცხავს სიცოცხლის არსებობას პლანეტაზე.

იმისათვის, რომ პლანეტაზე შესაძლებელი იყოს სოცოცხლე მეცნიერების აზრით აუცილებელია:

1. პლანეტის ზედაპირზე წყალი იყოს თხევად მდგომარეობაში;

2. მიმდინარეობდეს ნახშირორჟანგის ცირკულაცია (პროცესი, რომელიც არეგულირებს ნახშირორჟანგის დონეს ატმოსფეროში და შესაბამისად პლანეტის ზედაპირის ტემპერატურას).

თუ პლანეტას აქვს ძალიან დიდი რადიუსი, მაშინ მისი სიმკვრივე იქნება დაბალი. დაბალი სიმკვირივე იმის მაჩვენებელია, რომ პლანეტა შეიცავს დიდ ოდენობით გაზს. შედეგად, ატმოსფერული წნევა პლანეტის ზედაპირზე იმდენად დიდი იქნება, რომ წყალი ვერ იარსებებს თხევდ მდგომარეობაში. აქედან გამომდინარე პლანეტაზე სიცოცხლე იქნება შეუძლებელი. მეორე მხრივ, რადიუსი სიდიდე, რომლისთვისაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს თხევად წყალს და ნახშირორჟანგის ცირკულაციას, დამოკიდებულია პლანეტის მასაზე.

პლანეტარული მასა ამჟამად შესაძლებელია დადგინდეს ჩილეში მდებარე HARPS სპექტროგრაფით. 2017 წლიდან კი ზოგიერთი პლანეტის რადიუსის ზუსტი გაზომვისათვის კოსმოსური ტელესკოპი CHEOPS-ის გამოყენებაც იგეგმება.

http://www.scienc...094800.htm

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.