შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 4

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

ახალი კვანტური ნაწილაკი სფერული ელვის თვისებებით
ახალი კვანტური ნაწილაკი სფერული ელვის თვისებებით

ამერიკელმა და ფინელმა მეცნიერებმა კვანტურ აირში პირველად მოახერხეს სამ-განზომილებიანი სკირმიონების მიღება, რომლებიც თეორიულად ნაწინასწარმეტყველები იყო დაახლოებით 40 წლის წინ, მაგრამ მხოლოდ ახლა მოხერხდა მათი ექსპერიმენტული დაკვირვება.

მეცნიერებმა ძალიან გაიშვიათებული და ცივი კვანტური გაზი გადაიყვანეს ე. წ. ბოზე-აინშტაინის კონდენსატში, სადაც ყველა ატომი არის ძირითად მდგომარეობაში და მთლიანი გაზი იქცევა როგორც ერთიანი დიდი ატომი. შემდეგ გარე მაგნიტური ველით ატომების სპინების მოწესრიგებით მოხერხდა აირის ატომების სპინური კვანძების მიღება, რომლებსაც სკირმიონებს უწოდებენ. სკირმიონების კვანძური სტრუქტურა წარმოდგება შეკრული წირებით, რომლებზეც სპინები მოწესრიგებულია წირის ცენტრის მიმართ. ასეთ კვანძები იქცევიან როგორც დამოუკიდებელი ობიექტები, შეუძლიათ იმოძრაონ აირში მაგრამ ვერ შეერთდებიან ერთმანეთთან. ობიექტებს გააჩნიათ საკმაოდ საინტერესო მაგნიტური თვისებები: ისინი გვანან ზღარბებს, რომელთა „ნემსებს“ გადააქვთ დადებითი მუხტი, ხოლო უშუალოდ „ტანს“ - უარყოფითი. ამის გამო „კვანტური ზღარბი“ გამოირჩევა მაღალი სტაბილურობით

აღმოჩნდა, რომ სკირმიონულ ტოპოლოგიურ კვანძებს აქვთ სფერული ელვის ბევრი თვისება და შესაძლოა ახსნას თუ რატომ არსებობენ ჩვეულებრივ ელვასთან შედარებით ბევრად დიდი დროის განმავლობაში. სფერული ელვა არის ენერგიის მანათობელი სფერო, რომელიც შეიძლება გაჩნდეს ელ-ჭექის დროს ჩვეულებრივ ელვასთან ერთად. თუმცა ეს საკმაოდ იშვიათი მოვლენაა, რომელზეც ცნობები ჩვენამდე ძველი დროიდანაც მოაღწია. თვითმხილველების თქმით, სფერულ ელვას შეუძლია ნივთიერებაში გავლა, ჰაერში „ცურვა“ და მას ძალზე არაპროგნოზირებადი ტრაექტორია ახასიათებს.

G6eiZ1RA3GU

დამატებით ექსპერიმენტებია საჭირო რათა დადგინდეს შესაძლებელია თუ არა ახალი მეთოდით ნამდვილი სფერული ელვის შექმნა ლაბორატორიაში. მომავალ კვლევებს ასევე შეუძლიათ გვაჩვენონ, თუ როგორ მივიღოთ უფრო სტაბილური პლაზმური სფერო მომავლის ბირთვულ რეაქტორებში.

წყაროები:

https://www.scien...144835.htm
https://www.popme...nye-kadry/

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.