შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 11

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

წარმატებული ბირთვული სინთეზი ლაზერის გამოყენებით
წარმატებული ბირთვული სინთეზი ლაზერის გამოყენებით

ბირთვული სინთეზი - პროცესი, რომელიც „კვებავს“ მზეს, ხდება მაშინ, როცა ბირთვული რეაქციებით მსუბუქი ელემენტებისგან წარმოიქმნებიან უფრო მძიმე ელემენტები. ასეთი რეაქციები შესაძლოა განხორციელდეს მცირე მასშტაბებზეც - კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ლაბორატორიაში, მძლავრი ლაზერებით ნანომავთულების გაცხელებით მეცნიერებმა მოახდინეს ბირთვული სინთეზი. მათ მიაღწიეს სინთეზის დროს ნეიტრონების წარმოშობის რეკორდულ ეფექტურობას.

ლაზერული სინთეზი არის ეკოლოგიურად სუფთა პროცესი, რომლის დროსაც წყალბადის ატომები გარდაიქმნება ჰელიუმის ატომებად და გამოიყოფა დიდი რაოდენობის ენერგია (მსგავსი პროცესები ხდება მზეში და სხვა ვარსკვლავებშიც). კომპაქტური, მაგრამ მძლავრი ლაზერების გამოყენებით, რომლებიც აგებული იქნა კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (CSU) ლაბორატორიაში, მეცნიერებმა გააცხელეს დეიტრონული პოლიეთილენისაგან დამზადებული ნანომავთულები. დეიტრონული პოლიეთილენი არის ნივთიერება, რომელიც წააგავს ჩვეულებრივ პოლიეთილენს იმ განსხვავებით, რომ წყალბადის ატომები მასში ჩანაცვლებულია წყალბადის უფრო მძიმე იზოტოპით, დეიტერიუმით. წვრილი მავთულების (რომლის დანახვა შეუძლებელია შეუიარაღებელი თვალით) დასხივების შედეგად მეცნიერებმა მიაღწიეს ძალიან მაღალ ტემპერატურას და განახორციელეს მაღალეფექტური ბირთვული სინთეზი.

ბირთვული სინთეზი ლაზერის გამოყენებით არ წარმოადგენს ახალ მოვლენას, უკვე მრავალი წელია ფიზიკოსები ატარებდნენ ასეთ ექსპერიმენტებს სუფთა ენერგიის მისაღებად. წინა მცდელობებისგან CSU-ს მეცნიერების ექსპერიმენტი იმით გამოირჩევა, რომ ფიზიკოსებმა მყარი საწვავის ბლოკების ნაცვლად პირველად გამოიყენეს ნანომავთულების მასივი, რამაც მკვეთრად გააუმჯობესა ცდის მახასიათებლები. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის დეიტერიუმს. ვინაიდან მას ბირთვში, წყალბადისგან განსხვავებით, აქვს ნეიტრონი, რომელიც თავისუფლდება ჰელიუმში გადადნობის პროცესისას.

თუმცა მიკრო მასშტაბებში ასეთ პროდუქტიულ რეაქტორსაც კი არ შეუძლია იმდენად დიდი რაოდენობით ენერგიის გენერირება, რომ იგი შემდგომ მრეწველობაში იქნას გამოყენებული. მეცნიერთა ნამუშევარმა ფაქტობრივად მოამზადა საძირკველი იმისათვის, რომ უფრო საფუძვლიანად შესწავლილ იქნას მაღალინტენსიური ლაზერების მატერიასთან ურთიერთქმედება.


წყარო:

https://www.popme...nastupila/
https://www.scien...144935.htm

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.