ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა წითელი ჯუჯა ვარსკვლავი K2-155 დედამიწიდან დაშორებულია დაახლოებით 200 სინათლის წლის მანძილით. მისი 15 პლანეტიდან სამი ტრანზიტული პლანეტა სუპერ-დედამიწების კლასს განეკუთვნება. ამ პლანეტებიდან ყველაზე საინტერესოა K2-155D (რომლის რადიუსი დედამიწის რადიუსს 1.6-ჯერ აღემატება), რადგან მისი ორბიტა მდეგარეობს ვარსკვლავის ე.წ. სიცოცხლისათვის ვარგის ზონაში. სამგანზომილებიანი გლობალური სიმულაციების მეშვეობით The Astronomical Journal-ის ბოლო ნომერის ორ სტატიაში ტოკიოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარები ირწმუნებიან, რომ შესაძლოა ამ პლანეტას გააჩნდეს თხევადი წყალი. გამოკვლეულია ასევე დამოკიდებულება ვარსკვლავის მეტალურობასა და პლანეტის რადიუსს შორის და დადასტურებულია არსებული სტისტიკა, რომლის თანახმაც დიდი ზომის პლანეტები ძირითადად ლითონით მდიდარი ვარსკვლავების გარშემოა აღმოჩენილი. მიღებული შდეგები ეყრდნობა NASA-ს კოსმოსური ობსერვატორია Kepler-ის მეორე მისიის წინასწარ მონაცემებს და მათ შემდგომ ანალიზს ჰავაის კუნძულებზე განთავსებული Subaru Telescope-ით და ესპანეთში მდებარე Nordic Optical Telescope-ით.
წყარო:
https://www.titech.ac.jp/english/news/2018/040761.html